Marca: "ბარსელონა" დარწმუნებულია, რომ "ინტერი" ლეო მესის ვერ გაიფორმებს

  • 6-04-2020, 19:12
  • Marca: "ბარსელონა" დარწმუნებულია, რომ "ინტერი" ლეო მესის ვერ გაიფორმებს

    Marca-ს ცნობით, "ბარსელონა" დარწმუნებულია, რომ ლიონელ მესის დაკარგვისა და, მით უმეტეს, მისი "ინტერში" გადაბარგების შანსი არ არსებობს. 

    საქმე ისაა, რომ ცოტა ხნის წინ "ნერაძურის" ყოფილმა პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ Anch'io Sport-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბს არგენტინელი შემტევის გაფორმება შეუძლია.

    "ლა პულგას" "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა კატალონიელები ახალ ხელშეკრულებაზე უკვე მუშაობენ. 

    აღსანიშნავია, რომ "ბარსელონასა" და "ინტერს" შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, მართლაც გაიმართოს, თუმცა ლაუტარო მარტინესის თაობაზე. 22 წლის ფეხბურთელის შეძენა "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" პრიორიტეტულია.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    6 აპრილი 2020 23:58

    გაიფორმებს, გაიფორმებს ... სიზმარშიიი

    1
    საიტზეა
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    6 აპრილი 2020 23:14

    ინტერი ისე იყიდის მესის როგორც მე მარსზე ბინას

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    me da barca Culé [?]

    6 აპრილი 2020 22:29

    თითო მილიონს უროთი დასდევს ინტერი და მესის მყიდველები არიან ესენი? 😃

    1
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    6 აპრილი 2020 20:02

    სად უნდა გადავიდეს, გინდათ საერთოდ მოასპოს რონალდუ, არ ეყო რაც ესპანეთში აწამა.

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge