პეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

  • 6-04-2020, 18:47
  • პეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

    დღეს, "ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელისა და მწვრთნელის, ამჟამად კი "მანჩესტერ სიტის" თავკაცის, პეპ გვარდიოლას დედა გარდაიცვალა.

    "ქალაქელების" Twitter-ის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, დოლორეს სალა კარიო, ბარსელონას გარეუბანში, კორონავირუსით გარდაიცვალა. ის 82 წლის იყო.

    "ყველა, ვინც კლუბთანაა დაკავშირებული, გულწრფელად უსამძიმრებს ამ სამწუხარო დროში პეპს, მის ოჯახსა და ყველა მის მეგობარს." - წერს "სიტი".

    აქვე იმასაც გეტყვით, რომ გვარდიოლამ კორონავირუსთან საბრძოლველად, კატალონიურ საავადმყოფოს, ერთი მილიონი ევრო გადაურიცხა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    MARADONA1968 წევრი [?]

    7 აპრილი 2020 03:09

    ღმერთმა გაანათლოს მისი სული სამწუხაროა 😢

    1
    გასულია
    MeGauchoSi გულშემატკივარი [?]

    7 აპრილი 2020 00:30

    ვწუხვარ პეპ... :(

    1
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    6 აპრილი 2020 23:57

    სამწუხაროა :(

    1
    საიტზეა
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    6 აპრილი 2020 23:09

    ძაან სამწუხაროა :((((

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Ronaldinho. გულშემატკივარი [?]

    6 აპრილი 2020 20:00

    ვაახ რა ცუდი ამბავია! საწყალი მაგრა შემეცოდა, ვუზიარებ პეპს!
    ეს კორონა კაროჩე რა იმენა არ გვანებებს თავს

    5
    საიტზეა
    romani23 Culé [?]

    6 აპრილი 2020 19:40

    ნათელში ამყოფოს მისი სული.

    5
    გასულია
    ნიკოლოზი ახალბედა [?]

    6 აპრილი 2020 19:13

    ძალიან მეწყინა რა.

    6
    გასულია
    kingarturo ფანი [?]

    6 აპრილი 2020 18:53

    ნათელში იყოს, დედის გარდაცვალებაზე დიდი ტკივილი ალბათ არაფერია ამ ქვეყანაზე.

    14
    პარტნიორები
    Flashscore.ge