"ბარსელონას" ლეგენდების თბილი დიალოგი სოციალურ ქსელში

  • 6-04-2020, 15:47
  • "ბარსელონას" ლეგენდების თბილი დიალოგი სოციალურ ქსელში

    უფეხბურთობის ჟამს ლა ლიგის Twitter-ის ოფიციალური გვერდი გულშემატკივრებს გამორჩეული ფეხბურთელების საუკეთესო მომენტებს სთავაზობს. 

    ამჯერად ყურადღების ცენტრში "ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი, ჩავი ერნანდესი მოექცა. ესპანელებმა "ელ მაესტროს" შესანიშნავი მოძრაობების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნეს, წარწერით: "ჩავის თამაშის ყურება საუცხოო იყო".

    მონატრებულ კადრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გულშემატკივრების გარდა, თბილი დამოკიდებულება ფეხბურთელებმაც გამოხატეს.

    ანდრეს ინიესტა: "ჩავის თამაშის ყურება 5 მეტრით მოშორებული პოზიციიდან უკეთესი იყო".

    კარლეს პუიოლის პასუხი ინიესტას: "ვერც წარმოიდგენ, რას ვგრძნობდი, როდესაც თქვენ ორს უკნიდან გიყურებდით".

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    6 აპრილი 2020 23:54

    ეს "უკნიდან გიყურებდით " რა იყო ახლა?

    0
    გასულია
    Andres_Iniesta Culé [?]

    6 აპრილი 2020 18:19

    BREAKING NEWS:

    პეპ გუარდიოლას დედა დღეს დილით COVID19-ით გარდაიცვალა! 😥😥😓

    #RIP


    ეჰჰ

    3
    გასულია
    kingarturo ფანი [?]

    6 აპრილი 2020 18:14

    ძალიან სამწუხარო ინფორმაცია, პეპ გუარდიოლას დედა დოლორს სალა კარიო COVID-19-ის დიაგნოზით გარდაიცვალა 82 წლის ასაკში. R.I.P. 🌹

    3
    გასულია
    FloweN გულშემატკივარი [?]

    6 აპრილი 2020 16:57

    ციტატა: prikola28
    ხომ არ მოგეპოვებათ შემთხვევით FIFA20-ის დაკრეკილი მუშა ვერსია?

    არ დაკრაკილა ჯერ სამწუხაროდ :/

    1
    გასულია
    Andres_Iniesta Culé [?]

    6 აპრილი 2020 16:50

    ძაან აკლიხართ 3 ივე გუნდს.

    პუის თავდადება და იმ 2 ტვიქსის ერთობა

    3
    გასულია
    prikola28 გულშემატკივარი [?]

    6 აპრილი 2020 16:41

    ხომ არ მოგეპოვებათ შემთხვევით FIFA20-ის დაკრეკილი მუშა ვერსია?

    0
    საიტზეა
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    6 აპრილი 2020 16:33

    ნეტა ისევ ახალგაზრდები იყოთ :((((((

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Tsitsi მწერალი [?]

    6 აპრილი 2020 16:13

    როგორ გვაკლია ეს სამი :( პუი უკან და შუახაზში ჩავიესტა <3

    7
    პარტნიორები
    Flashscore.ge