ლიონელ მესის მეგობრები VS კრიშტიანუ რონალდუს მეგობრები

ლიონელ მესის მეგობრები VS კრიშტიანუ რონალდუს მეგობრები

თანამედროვე ფეხბურთის ორ გიგანტს, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ბევრ მაღალი დონის ფეხბურთელთან უთამაშიათ. ბუნებრივია, ადამიანს ყველა გუნდელთან ერთნაირი ურთიერთობა ვერ ექნება. ამ სტატიაში კი შემოგთავაზებთ ლეგენდარული არგენტინელისა და პორტუგალიელის მეგობრებისგან შემდგარ სიმბოლურ ნაკრებებს.

დავიწყოთ მესით, რომლის მეგობართა სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: პინტო; დანი ალვესი, პიკე, მასკერანო, ალბა; ფაბრეგასი, ნეიმარი, რონალდინიო; ლავეცი, აგუერო, სუარესი.

ხოსე მანუელ პინტო

ანდალუსიელი მეკარე, "ბარსელონაში" ყოფნის დროს (2008-2014), ალბათ, ლეო მესის საუკეთესო მეგობარი იყო. კატალონიელთა ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ პინტო "ბარსას" ყველაზე ღირებული მოთამაშე იყო, რადგან მესის ძალიან ამხიარულებდა. ხოსე მანუელი ხალისიანი და ქარიზმატული პოროვნებაა, თუმცა "ბლაუგრანას" ძირითადი მეკარე არასდროს ყოფილა და ვიქტორ ვალდესის დუბლიორი იყო. ალბათ ყველას გახსოვთ მისი ჩხუბი "ელ კლასიკოში", როცა მარსელომ სესკ ფაბრეგასის წინააღმდეგ უხეში ვარდნა განახორციელა და ხელჩართულო ჩხუბი დაიწყო. ასევე გასახსენებელია დისკვალიფიკაცია სტვენით შეტევების შეჩერების გამო.

დანი ალვესი

ლეგენდარული ბრაზილიელი "ბარსელონაში" 2008-2016 წლებში ასპარეზობდა და ლეო მესისთან მარჯვენა ფლანგზე ბრწყინვალე დუეტს ქმნიდა. დანი არის ფეხბურთელი, რომელმაც "ლა პულგას" ყველაზე მეტი ასისტი გაუკეთა. როცა ლიონელმა ნახევარი ბილბაოს "ატლეტიკი" მოატყუა და გოლი გაიტანა, დანიმ ეს მესისთან ერთად გრანდიოზულად აღნიშნა. ზოგს, ალბათ, ასე საკუთარ გოლიც არ გაახარებდა. როგორ შეიძლება ბრაზილიელმა და არგენტინელმა იმეგობრონ, ამის ერთ-ერთი მაგალითი სწორედ ალვესი-მესის ტანდემია.

ჟერარ პიკე

"ლა მასიას" ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, ჟერარ პიკე "ბარსელონამ" 2008 წელს დაიბრუნა. მას შემდეგ, კატალონიელი უკანახაზელი დაცვის ლიდერად ჩამოყალიბდა და დღემდე "ბლაუგრანაში" ასპარეზობს. შესაძლოა, რონალდ კუმანის მსგავსად, პიკე შედეგიანობით დიდად არ გამოირჩევა, თუმცა არც ისე ცოტა გოლი აქვს გატანილი, მათ შორის, მესის პასითაც. მათი ერთ-ერთი გამორჩეული კომბინაცია "ელ კლასიკოში" გვინახავს, როდესაც არგენტინელმა ბურთი ჟერარს მკერდით დაუგდო, კატალონიელმა კი ქუსლით ლეოს დაუბრუნა. "ლა პულგას" კრიშტიანუ რონალდუმ მუხლებით სდია, მაგრამ ვერ შეაჩერა, მესიმ კი იკერ კასილიასს ტყავის სფერო თავზე მშვიდად გადაუგდო.

ხავიერ მასკერანო

ხავიერი მესითან "ბარსელონაში" - 8, ხოლო არგენტინის ნაკრებში 12 წელი თამაშობდა. ისინი ერთად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებიც გახდნენ. ალბათ, მესისა და მასკერანოს ერთად ასპარეზობის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი სწორედ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იყო, როდესაც "ალბისელესტემ" ნახევარფინალში ნიდერლანდების ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა და ფინალში გავიდა, მესი და მასკე კი სიხარულისგან ატირებულნი ერთმანეთს ეხუტებოდნენ.

ჟორდი ალბა

ალბა-მესის წყვილი, დანი ალვესის და მესის შემდეგ, ყველაზე ნათელი მაგალითია, თუ როგორ უნდა უგებდნენ შემტევი და ფლანგის მცველი ერთმანეთს. ჟორდი მოედანზე მუდმივად მესის ეძებს.

სესკ ფაბრეგასი

სესკი რომ ლეოს საუკეთესო მეგობარია, საიდუმლო არავისთვისაა. ბავშვობაში ერთად თამაშის შემდეგ, ფაბრეგასი გუნდში 2011 წელს დაბრუნდა და 2014 წლამდე მესის მხარდამხარ იასპარეზა.

რონალდინიო

გაუჩო, გარკვეულწილად, მესის მასწავლებელი იყო. ლეომ 17 წლის ასაკში თავისი სადებიუტო გოლო "ალბასეტესთან" სწორედ მისი პასით გაიტანა. ბრაზილიელმა იწინასწარმეტყველა, რომ ლეო საუკეთესო გახდებოდა, როდესაც კობი ბრაიანტს ამის შესახებ "გაუმხილა". ალბათ ყველას გახსოვთ ლეო მესის პირველი ჰეთ-თრიქი "ელ კლასიკოში და, ზოგადად, კარიერაში. აღნიშნულ დაპირისპირებაში რონალდინიოს დარტყმის შემდეგ იკერ კასილიასის მოგერიებულს "ლა პულგამ" დაამატა და "რეალის" კარის ბადე შეარხია, ლეგენდარულმა ბრაზილიელმა კი ეს გოლი საკუთარივით აღნიშნა. ყველაფერი ნათელია...

ნეიმარი

კიდევ ერთი ბრაზილიელი, რომელთანაც მესი მეგობრობს. ნეიმარი "ბარსას" 2013 წელს "სანტოსიდან" შეუერთდა, რის შემდეგაც ლეოსთან ბრყინვალე დუეტი შექმნა, ერთი წლის შემდეგ კი მათ ლუის სუარესი დაემატათ და ლეგენდარული ტრიო - MSN მივიღეთ, რომლებიც ერთმანეთს შესანიშნავად უგებდნენ. ლეოსა და ნეიმარის ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება 2011 წელსაც კარგად ჩანდა, როდესაც "ბარსელონა" "სანტოსს" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში დაუპირისპირდა (კატალონიელბმა 4:0 მოიგეს, მესიმ კი დუბლი შეასრულა).

ეზეკიელ ლავეცი

ლავეციც მესის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია, რომლებიც ერთად არგენტინის ნაკრებში 9 წელი ასპარეზობდნენ. 2016 წელს "პოიხოს" მარიხუანას მოხმარება დააბრალეს, რასაც ლეო მესი კატეგოროულად ეწინააღმდეგებოდა და მეგობარს მხარს უჭერდა.

ლუის სუარესი

ურუგვაელის და მისი მეგობრობის შესახებ ზედმეტი საუბარი საჭირო არაა, უბრალოდ იმას გეტყვით, რომ "ელ პისტოლერო" არის ფეხბურთელი, რომელიც მესისა და "ბარსელონას" იდეალურად ეწყობა.

სერხიო აგუერო

კუნი და მესი არგენტინის ნაკრებში ერთად 14 წელია ასპარეზობენ. 2008 წელს მათ არგენტინის ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგეს. "ტიტულების მოგება მესისთვის უფრო მინდა, ვიდრე ჩემთვის", - ეს განცხადება სერხიო აგუერომ 1 წლის წინ გააკეთა.


რონალდუს საუკეთესო მეგობართა სიმბოლური ნაკრები ასე გამოიუყურება: კასილიასი; ფერდინანდი, პეპე, კოენტრაუ; კუარეჟმა, დი მარია, რუნი, იოზილი, მარსელო; კაკა, ნანი.

იკერ კასილიასი

იკერი რონალდუს ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ისინი ერთად მადრიდის "რეალში" 6 წელი ასპარეზობდნენ და 2014 წელს ჩემპიონთა ლიგაც მოიგეს.

რიო ფერდინანდი

ინგლისელი მცველი და კრიშტიანუ ერთად "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობდნენ. პორტუგალიელი ლეგენდა სერ ალექს ფერგიუსონისა და "წითელი ეშმაკების" ფეხბურთელების მადლიერია, რადგან ის სწორედ "ოლდ ტრაფორდზე" ჩამოყალიბდა.

პეპე

კეპლერ ლავერან დე ლიმა ფერეირა, იგივე პეპე, რონალდუსთან ერთად "სამეფო კლუბში" 10 წელი ასპარეზობდა, პორტუგალიის ნაკრებში კი 2006 წლიდან. ისინი 2016 წელს ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

ფაბიუ კოენტრაუ

პეპეს მსგავსად, კოენტრაუსაც კრიშტიანუსთან "რეალში" და პორტუგალიის ნაკრებში მოუწია თამაში. ისინი კარგი მეგობრები არიან.

რიკარდუ კუარეჟმა

რიკარდუ და რონალდუ ერთმანეთს ბავშვობიდან, "სპორტინგიდან" იცნობენ და შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. ორივე მათგანი პორტუგალიის ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობს.

უეინ რუნი

"შრეკისა" და რონალდუს დუეტი ფერგის ეპოქაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რომელიც მეტოქე გუნდებს 2004-2009 წლებში უტევდა. 2007 წელს მათ კარლოს ტევესი შეუერთდათ, ერთი წლის შემდეგ კი "მანკუნიანელებმა" ჩემპიონთა ლიგაც მოიგეს.

მესუთ იოზილი

გერმანელი ნახევარმცველი კრიშტიანუს ერთ-ერთი საუკეთესო ასისტენტი იყო. ცნობილი ფაქტია, რომ რონალდუ ძალიან გაბრაზდა, როცა 2013 წელს იოზილი "რეალმა" "არსენალში" გაუშვა.

ანხელ დი მარია

იოზილის მსგავსად, რონალდუს დი მარიას წასვლაც ძალიან ეწყინა, რადგანაც მასთან თამაში საკმაოდ კომფორტული იყო. ისინი ერთად "რეალში" 2010-2014 წლებში ასპარეზობდნენ. ანხელს ერგო პატივი, როგორც ლეო მესისთან, ასევე კრიშტიანუ რონალდუსთან ეთამაშა. დი მარია და მესი არგენტინის ნაკრებში ერთად 12 წელია თამაშობენ.

მარსელო

ძალიან უცნაური იქნებოდა, რომ რონალდუს მეგობრების გუნდში მარსელო ვიერა არ შესულიყო. ისინი 2009-2018 წლებში "რეალში" შესანიშნავ დუეტს ქმნიდნენ. თუმცა, 2008 წელს საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, როცა ბრაზილიისა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩის დროს, რომელიც სამხრეთ ამერიკელებმა 6:2 მოიგეს, მათ კონფლიქტი მოუვიდათ და კრიშტიანუ მარსელოს ყელშიც კი წვდა.

ლუიშ ნანი

ევრო 2016 წელს, რომლის ტრიუმფატორი პორტუგალიის ნაკრები გახდა, ერთ-ერთი შემოქმედი სწორედ ნანი იყო. ისინი ნაკრებში 14 წელია ერთად ასპარეზობენ, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედში" 2 სეზონი ითამაშეს.

კაკა

რიკარდო კაკა რონალდუს მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებდა. ისინი "რეალში" ერთად 2009-2013 წლებში იყვნენ და ურთიერთობაც კარგ დონეზე აქვთ.

საინტერესოა, რომელი გუნდი მოიგებდა?! ცნობისთვის, ბევრი ფეხბურთელი, რომელიც რონალდუს მეგობრების ნაკრებში მოხვდა, საუკეთესოდ მაინც მესის მიიჩნევს, მათ შორის, ანხელ დი მარია, უეინ რუნი, კაკა... მათი ეს არჩევანი გასაკვირი ნამდივილად არაა, საქმე ხომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთან გვაქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 6 აპრილი 2020 23:22
    0
    კაცები და პედიიკები
    გულშემატკივარი [?]
    #11 6 აპრილი 2020 18:58
    1
    ცალკე რონალდინიო მოუგებდა რონალდოს კამანდას
    ფანი [?]
    #10 6 აპრილი 2020 18:47
    0
    რა კრიტერიუმებით აარჩით თუ ვხვდებოდე..
    Culé [?]
    #9 6 აპრილი 2020 16:39
    0
    ხომ არ მოგეპოვებათ შემთხვევით FIFA20-ის დაკრეკილი მუშა ვერსია?
    გიგა 8
    სტუმარი [?]
    #8 6 აპრილი 2020 15:51
    0
    რა პინტო 😅 😅 😅 😅 😅 😅 😅 ხოარ ღადაობთ 😂 😂
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #7 6 აპრილი 2020 12:57
    9
    დიმარია მგონი უფრო მესის მეგობარია 😂😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 6 აპრილი 2020 10:30
    9
    მუხლზე გადაიმტვრევდა მესის კამანდა ამ პიჟონისას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    პიკე81
    სტუმარი [?]
    #5 6 აპრილი 2020 10:24
    7
    მესის გუნდი შეტევის მამააა
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #4 6 აპრილი 2020 09:00
    8
    მესის თერთმეტეული სუპერ შემტევია.
    Culé [?]
    #3 6 აპრილი 2020 05:45
    2
    Roony ro sayrdenad yavt tu meotxe mcvelad ar ghadaobt??!! Barcas ra mxeci dacva yavs... Maska ra mkvleli tipi iyo araa... Gind Puyolis gind Piqes magier etamaaha ghirseulad idga yoveltvis.... Chemi geniosa polkaca iyo maska...
    GioKakiashvili
    სტუმარი [?]
    #2 6 აპრილი 2020 04:51
    6
    ციტატა: ფლოკი
    მეკარე და დაცვა რონის უკეთესი ჰყავს, მარა მესეს ნახდაცვა და შეტევა ასტრონომიულად აღემატება რონისას

    Mekare ki magrad dacva rato
    ფლოკი
    სტუმარი [?]
    #1 6 აპრილი 2020 04:40
    5
    მეკარე და დაცვა რონის უკეთესი ჰყავს, მარა მესეს ნახდაცვა და შეტევა ასტრონომიულად აღემატება რონისას