"მილანი" ივან რაკიტიჩით აღარ ინტერესდება

  • 5-04-2020, 21:40
  • "მილანი" ივან რაკიტიჩით აღარ ინტერესდება

    "მილანმა" "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის ტრანსფერზე უარი თქვა. ამ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.

    როგორც ცნობილი იყო, "მილანი" 32 წლის ფეხბურთელის დამატების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა, ჟურნალისტის ცნობით, "როსონერი" მის შეძენას აღარ შეეცდება. ამის მიზეზი ისაა, რომ რაკიტიჩმა ძალიან მაღალი ხელფასი მოითხოვა. კონკრეტულად რა თანხაზეა საუბარი, უცნობია.

    ივან რაკიტიჩს, რომელსაც ზაფხულში "ბლაუგრანადან" წასვლას უწინასწარმეტყველებენ, კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტებიც აქვს. ცნობილია, რომ ხორვატი შუახაზელის მომსახურებით მადრიდის "ატლეტიკო" და "ინტერი" ისევ ინტერესდებიან.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    6 აპრილი 2020 02:54

    გამარჯობა.რას ვამბობდი

    0
    საიტზეა
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    5 აპრილი 2020 21:54

    ჰაჰ ხო ვერ გავასაღეთ ეს მძორი

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge