ჟორდი კარდონერის გამოჯანრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს

ჟორდი კარდონერის გამოჯანრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს

"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი კარდონერი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, თავს კარგად გრძნობს.

Tribal Football-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კარდონერის გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

ჟორდი კარდონერი, სამედიცინო სერვისების დირექტორის, რამონ კანალისა და ექიმის, ჟოზეპ ანტონი გუტიერესის შემდეგ, კატალონიური კლუბის მე-3 თანამშრომელია, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა.

ამ დროისთვის აღნიშნული ვირუსით ინფიცირებული "ბარსას" არცერთი ფეხბურთელი არაა. "ბლაუგრანას" მოთამაშეები 13 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.