პსჟ ტანგი ნდომბელესათვის ბრძოლაში ჩაერთო

პსჟ ტანგი ნდომბელესათვის ბრძოლაში ჩაერთო

"ბარსელონას" "ტოტენჰემის" ნახევარმცველისთვის, ტანგი ნდომბელესთვის ბრძოლაში კონკურენტი გამოუჩნდა.

Mundo Deportivo-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენი" 23 წლის ფეხბურთელის გაფორმებას შეეცდება. პარიზელების მიზანიც სწორედ ფრანგი მოთამაშეების შეძენა და გუნდის მათ გარშემო აწყობაა. ნდომებლე კი, შესაძლოა, ამ გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და ფიგურა გახდეს.

როგორც ჩანს, "სპურსს" ტანგის შენარჩუნების აღარ სჯერა, ამიტომაც ინგლისელები უკვე მის შემცვლელზე ფიქრობენ.

წყარო დასძენს, რომ ლონდოური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ხელმძღვანელობას "ლაიფციგის" ავსტრიელი ფეხბურთელის, მარსელ ზაბიტცერის ყიდვა სთხოვა, რომელმაც პორტუგალიელის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დუბლი შეუსრულა.

ფრანგი "ტოტენჰემს" გასულ ზაფხულში "ლიონიდან" 60 მილიონ ევროდ შეუერთდა. Transfermarkt-ი ნდომბელეს 65 მილიონ ევროდ აფასებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 აპრილი 2020 21:53
    4
    ეს ბარსას არაფერში სჭირდება წაიყვანოს პესეჟემ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued