2 ფაქტი, 5 ჭორი და 4 ვარაუდი ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნებასთან დაკავშირებით

2 ფაქტი, 5 ჭორი და 4 ვარაუდი ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნებასთან დაკავშირებით

"ბარსელონადან" 2017 წელს წასული ნეიმარის დაბრუნებას გულშემატკივრები თითქმის ყოველ სატრანსფერო ფანჯარაზე ელიან. შესაძლოა, კატალონიურმა კლუბმა ამჯერად მიზანს მიაღწიოს და "უძღები შვილი" სახლში დააბრუნოს.

ნეიმარის პოტენციური დაბრუნების თაობაზე გთავაზობთ სპორტულ მედიაში გავრცელებულ 2 ფაქტს, 5 ჭორსა და 4 ვარაუდს.

ფაქტი

  • ნეიმარს "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.
  • პსჟ-ში მესამე წლის დასრულების შემდეგ, მას შეუძლია კლუბის დასატოვებლად FIFA-ს წესების მე-17 პუნქტი გამოიყენოს.

ხსენებული პუნქტის მიხედვით, კლუბსა და მოთამაშეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დადებიდან მესამე წლის თავზე ფეხბურთელს კონტრაქტის საპატიო მიზეზის გარეშე გაწყვეტა შეუძლია.

ჭორი

  • "ბარსელონას" არ აწყობს, რომ ნეიმარმა აღნიშნული პუნქტი გამოიყენოს, რადგან შემდეგ ბრაზილიელში 180 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
  • Sport-ის ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენი" ნეიმარ ჟუნიორის ტრანსფერისთვის მოლაპარაკებებზე თანახმა პირველად არის.
  • Mundo Deportivo-ზე ვკითხულობთ, რომ "ბარსელონა" ნეიმარს კლუბში 2020 წელში დაბრუნებას დაჰპირდა.
  • იგივე წყარო იუწყება, რომ ლაუტარო მარტინესისადმი დიდი ინტერესის მიუხედავად, პრიორიტეტი მაინც ნეიმარის შეძენაა.
  • DailyMail-ის მიხედვით, "ბარსა" ნეიმარის ტრანსფერში ფილიპე კოუტინიოს, უსმან დემბელესა და ანტუან გრიზმანის ჩართვასაც განიხილავს.

ვარაუდი

  • პსჟ-მ გუნდის აწყობა კილიან მბაპეზე გადაწყვიტა, შესაბამისად, ბრაზილიელ ვარსკვლავს, გასულ წელთან შედარებით, უფრო მარტივად შეელევა.
  • "ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ მოახლოებული არჩევნებისათვის იმიჯის გამოსწორებას ნეიმარის გაფორმებით შეეცდება.
  • ტრანსფერში გრიზმანისა და დემბელეს ჩართვამ, შესაძლოა, მართლაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. როგორც ამბობენ, ნასერ ალ ხელაიფი გუნდისათვის ფრანგ ფეხბურთელებს ეძებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 6 აპრილი 2020 02:31
    0
    ამბები კიდევ შეიცვლება
    ფანი [?]
    #2 4 აპრილი 2020 20:42
    5
    neis fasma 105 mde daiwiao martalia tu icit vinmem
    Batala
    სტუმარი [?]
    #1 4 აპრილი 2020 20:19
    7
    მგონი აჯობებს გრიზმანი სამშობლოში გაეშუროს სათამაშოდ, ნაკრებისთვისაც კარგი იქნება. ნეიმარი კი ჩვენთან დაბრუნდეს.