Sport: პსჟ ნეიმარის ტრანსფერისთვის მოლაპარაკებებზე თანახმაა
Sport-ის ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენი" ნეიმარ ჟუნიორის ტრანსფერისთვის მოლაპარაკებებზე თანახმა პირველად არის.
საქმე ისაა, რომ პარიზელების მიზანი კილიან მბაპეს გარშემო ახალი გუნდის აშენებაა. 28 წლის ფეხბურთელი კი პარიზული კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა აღარ იქნება, ამიტომაც მას გუნდის დატოვების უფლებას მისცემენ.
წყარო დასძენს, რომ ანტუან გრიზმანს ბრაზილიელის "ბარსელონაში" დაბრუნებაში გადამწყვეტი როლის შესრულება და მისი სატრანსფერო ღირებულების შემცირება შეუძლია. ამავდროულად, "პარი სენ-ჟერმენის" პრიორიტეტი ფრანგი მოთამაშეების გაფორმებაა, რაც სავარაუდო გარიგების შანსებს ზრდის.
მომავალ ზაფხულში "ბლაუგრანას" მთავარი მიზანი კვლავ ნეიმარის ყიდვა იქნება.
რაც შეეხება გრიზმანს, ის "ბარსას" გასულ ზაფხულში 120 მილიომ ევროდ შეუერთდა. მას შემდეგ, ანტუანმა 37 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა.
Transfermarkt-ი ნეიმარს - 160, ხოლო გრიზმანს 120 მილიონ ევროდ აფასებს
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]