გარიდო: "შეგვიძლია "ბარსელონას" და "რეალის" დამარცხება"

გარიდო: "შეგვიძლია "ბარსელონას" და "რეალის" დამარცხება"

ესპანური "ვილიარეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ხუან კარლოს გარიდომ განაცხადა, რომ დიდი სურვილი აქვს თავის კლუბთან ერთად რამე ძალიან კარგს მიაღწიოს. იგი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი მზად არის ყველა მოწინააღმდეგეს გაუმკლავდეს, იტყობინება AS.

"ჩვენმა კლუბმა რაიმე ტიტული უნდა მოიპოვოს. მთავარია მოვინდომოთ და დარწმუნებული ვარ ყველას გავუმკლავდებით, "ბარსელონას" და "რეალის" ჩათვლით. "ვილიარელმა" მათ წინააღმდეგ ორი კარგი მატჩი უკვე ჩაატარა და ახლა სახლში უნდა მივიღოთ. მგონია, რომ ამ გრანდების დამარცხება რეალურია თუ ბურთს გავაკონტროლებთ. მართალია "ბარსას" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი ჰყავს, ხოლო "რეალს" კრიშტიანუ რონალდუ, თუმცა მოგება მაინც შესაძლებელია. კიდევ ერთხელ ვიტყვი: მთავარი მონდომებაა." –განაცხადა გარიდომ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.