Sport: "ბარსელონამ" კურზავას ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო

Sport: "ბარსელონამ" კურზავას ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო

"ბარსელონამ" პსჟ-ს 27 წლის მარცხენა მცველის, ლაივინ კურზავას, აგენტთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ინფორმაციას Sport ავრცელებს.

კატალონიელები, ჟუნიორ ფირპოს არადამაჯერებელი თამაშის ფონზე, დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერებას შეუდგნენ. მათ სურთ, გუნდში ისეთი ფეხბურთელის ყოფნა, რომელიც ჟორდი ალბასთვის კონკურენციის გაწევას შეძლებს. ერთ-ერთ კანდიდატად კი ლაივინ კურზავა განიხილება.

ფრანგ მცველს მიმდინარე სეზონის ბოლოს პსჟ-სთან ხელშეკრულება უსრულდება, მისი გუნდიდან წასვლა კი თითქმის გადაწყვეტილია. კატალონიური გამოცემის მტკიცებით, "ბარსელონა"უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის აგენტს, კია ჯორაბჩიანს, და მოლაპარაკებები დაიწყო.

კურზავას შეძენით, აგრეთვე, ორი ევროპული კლუბია დაინტერესებული - "არსენალი" და "ნაპოლი". ჯორაბჩიანმა კი "ბარსელონას" წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მათ პრიორიტეტს "კამპ ნოუზე" თამაში წარმოადგენს, თუმცა გადაწყვეტილების მიღება დროულად სურთ. თავის მხრივ, "ბარსელონა" არ ჩქარობს და ხელშეკრულების არსებითი პირობების განხილვას კორონავირუსის გარშემო შექმნილი გაურკვევლობის დასრულების შემდეგ აპირებს.

ლაივინ კურზავა "პარი სენ-ჟერმენს" 2015 წელს, 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ, "მონაკოდან" შეუერთდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 6 აპრილი 2020 02:09
    0
    მორთი აშო კურზავა
    Culé [?]
    #4 4 აპრილი 2020 16:45
    0
    გამაგიჟებთ ტოო, პსჟ-ში ბერნატს ვერ უწევს კონკურენციას და სკამზე ლპება რახანია რად უნდა ბარსას ?? რომელი მომავლის ფეხბურთელია ?? ფირპოს ლანძღავთ და ნორმალურად შანსიც არ მიცემია ნდობას ვერ გრძნობს , იცით ნდობის ფაქტორი რამხელაა მოედანზე თითოეული ფეხბურთელისთვის ??? თანაგუნდელებისგანაც ნაკლები ნდობა აქვთ ახალმოსულებს, სანამ ასე იაზროვნებს გუნდის ხელმძღვანელობა არაფერი ეშველება გუნდს, ბარსას ჭირდება პირიქიდ ახალგაზრდების მეტი ნდობა და ბებრების ჩამოშორება რომელთაც დიდი ხელფასები და პრივილეგიები აქვთ მწვრთნელსაც არ უსმენენ ნორმალურად, აი ახალგაზრდები კი ბოლომდე დაიხარჯებიან და მოტივაციაც მეტი ექნებათ ნდობა და სათამაშო დრო ჭირდებათ, ბებრებს უყურებენ და ვერ ხედავენ სირბილი კიარა სიარულიც ეზარებათ უკვე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 4 აპრილი 2020 13:28
    3
    ძალიან კარგი თან უფასოდ დავითრევთ საკმაოდ მაღალი დონის იგროკია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Roma Shelo
    სტუმარი [?]
    #2 4 აპრილი 2020 12:13
    2
    ძაან კაია ფილფოსაც გაყიდიან და მაყუდს აიღებენ და თან ძაან მაგარი მოთამაშეა გამოადგება ბარსას თან აუცილებლად გაუწევს კონკურენციას ალბას
    Fati
    სტუმარი [?]
    #1 4 აპრილი 2020 12:08
    4
    იმ შლანგ გირპოს ბევრად ჯობია და დარწმუნებული ვარ ძირითადისთვის ალბას არაფერს დაუთმობს. მივესალმები ამ ტრანსფერს