კაკამ რონალდუსა და მესის შორის საუკეთესო დაასახელა

  • 3-04-2020, 20:26
  • კაკამ რონალდუსა და მესის შორის საუკეთესო დაასახელა

    "მილანისა" და "რეალის" ყოფილი ლეგენდარული ნახევარმცველი, კაკა მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს ორ ვარსკვლავს შორის უკეთესს ასახელებს.

    "კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად მითამაშია, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა ლეო მესის გამოვყოფდი. არგენტინელი ნამდვილი გენიოსია, მისი სათამაშო სტილი - დაუჯერებელი.

    პორტუგალიელი მანქანაა, ძლიერია არამარტო ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც. რონალდუს მუდმივად გამარჯვება და პირველობა სურს. მასში წარმატებისაკენ სწრაფვა მომწონს.

    სპორტის მსოფლიო ისტორიაში ხსენებელი ფეხბურთელები უთუოდ ტოპ 5-ში შედიან. იღბლიანები ვართ, რომ მათი ხილვა შეგვიძლია.

    საუკეთესო ბრაზილიელი? ბევრი დიდებული ფეხბურთელის გვერდით მითამაშია, თუმცა რონალდო ნაზარიოს ავირჩევდი. შემდეგ კი რონალდინიო მოდის",- ციტირებს კაკას სიტყვებს Marca.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    6 აპრილი 2020 01:56

    რა მენრალურად ძკიერი, სულ ჭიჭყინებას და იმანჭება

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    3 აპრილი 2020 22:18

    იცის კაცმა და რა ქნას

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge