MD: დემბელეს გაყიდვა "ბარსელონას" გეგმებში არ შედის

MD: დემბელეს გაყიდვა "ბარსელონას" გეგმებში არ შედის

"ბარსელონას" ფრანგი შემტევის, უსმან დემბელეს მომავალთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. ზოგი წყარო მას კატალონიიდან აბარგების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნევს, ზოგიც 22 წლის ფრანგს ხელშეუხებლად აცხადებს.

დემბელეს მომავალთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. წყაროს ცნობით, მისი გაყიდვა კლუბის პრიორიტეტი არაა. "ბარსელონაში" იციან, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ, უსმანს დიდი მომავალი აქვს.

"ბლაუგრანაში" დემბელეზე იმედებს ამყარებენ, მაგრამ მის გაყიდვას მაინც არ გამორიცხავენ. ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ "ბარსა" ფინანსურად მიმზიდველ შეთავაზებას მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, უსმან დემბელეს დამატების სურვილს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" გამოთქვამენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #6 2 აპრილი 2020 22:01
    0
    ეს ადამიანი ასე დიდ ტალატს, რომ არ წამრმოადგენდეს კლოპი არ დაინტერსდებოდა. ამიტომ აუცილებელია ამის შენარჩუნება! დემბო ფორმაში იყოს და სანეს გავკარი.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #5 2 აპრილი 2020 19:39
    3
    დემბოს არავინ გაუშვებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 2 აპრილი 2020 19:23
    0
    ისა და, დამწნილების ვერსია არ გაჟღერებულა ჯერ?
    Culé [?]
    #3 2 აპრილი 2020 19:11
    0
    ლოგიკურია, ამდენი უმკურნალეს (რაც თავიდანვე უნდა ექნათ) დაახარჯეს, გადუხადეს და ახლა, რომ გაყიდონ - იდიოტობა იქნება ... უზომოდ, იმიტომ რომ ახლა ამას მაქისმუმ 70 ად თუ იყიდის ვინმე არც კი 50-60 ად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 აპრილი 2020 18:54
    2
    ძალიან კარგი ერთი შანსი კიდე უნდა მიეცეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #1 2 აპრილი 2020 18:21
    3
    დემბელეს მისცენ ერთი შანსი იმ შემთხვევაში თუ ნეიმარი მოყავთ. თუ კიდე მიიღო ტრავმა კონტრაქტი გაუწყვიტონ საერთოდ მაგ ინვალიდს. ნეიმარი აუცილებლად არის მოსაყვანი. ლაუტროს თუ ვერ გაქაჩავენ ჯონათან დავიდი მოიყვანონ ბევრად იაფია და ბევრად მირჩევნია მე ძაან სწრაფია დრიბლინგიც ძაან მაგარი და გოლებზე დაგეშილია. მაქსიმუმ 40 მილიონი მოითხოვონ. გრიზმანი უმტიტი რაკეტა ალენია ვაგე რაფინია ფირპო ესენი გასაყიდია თუ ერთ ნახევამრცველსაც იყიდიან მაშინ კოუტინიოც გაყიდონ თუ არადა დააბრუნონ. კოუტინიო დეიონგი არტური მშვენიერი ნახ დაცვა იქნება თან ნეიმარიც თუ იყო კოუს ფლანგზე მაგრად ათამაშდება კოუ. პლიუს პუჩი დააწინაურონ. ფატი იჯარით გაუშვან ერთი წლით. კუკურელია ტოდიბო დააბრუნონ