მესი - "ბარსელონას" ახალი ფინანსური დირექტორი

მესი - "ბარსელონას" ახალი ფინანსური დირექტორი

კორონავირუსმა მსოფლიო დღის წესრიგი შეცვალა. საერთო მტერმა თითქმის ყველა სფერო მოიცვა და დაპირისპირებულ მხარეებს უკან დახევა აიძულა. მათ შორის პოლიტიკაში.

"ბარსელონაში" ყველაფერი პირიქით მოხდა. იმის მაგივრად, რომ "ბარსა" უხილავ მტერთან ბრძოლაში გაერთიანებულიყო, სრულად გამოვლინდა და გამოაშკარავდა ის დაძაბულობა, რაც კლუბში სუფევს.

ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს შორის რომ განხეთქილებაა, ამაზე მესის საჯარო განცხადებები მიუთითებს. წესით და რიგით ეს საჭირო არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ კლუბიდან იმდენად წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება, რომ მესი იძულებულია პირდაპირ ფანებს მიმართოს.

გუშინ, ბართომეუმ დაადასტურა მესის სიტყვები და განაცხადა, რომ მესიმ პირველივე დღეს ურჩია ხელფასების შემცირება. ბართომეუს ამ განცხადებას თითქოს კონფლიქტი უნდა ამოეწურა, მაგრამ As-ის ჟურნალისტი, ალფრედო რელანო, ხაზს უსვამს იმ დეტალს, რომ "ბარსელონას" ფინანსური საქმიანობაც კი მესის ნება-სურვილზეა დამოკიდებული და რომ არა მისი ინიციატივა, არავინ იცის, ხელმძღვანელობა რას მოიმოქმედებდა.

ისმის კითხვა - რა საჭიროა გუნდში ფინანსური დირექტორი?

ადრე იგივე კითხვა გაჩნდა აბიდალთან მიმართებაში, რადგან მესი პირდაპირ საუბრობს იმ ფეხბურთელებზე, ვისი ხილვაც სურს გუნდში.

იქნებ "ბარსამ" დირექტორთა საბჭოს თანამშრომლები შეამციროს?! ამით თანხა დაიზოგება, საქმეს კი მესი გაუძღვება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 1 აპრილი 2020 22:13
    0
    ბართომ მგონი ტრენინგი საქართველოში გაიარა, ბინძური მეთოდებით მოქმედებს ეს გველი და წაიტეხავს ფეხს.
    ალფრედოს ოჯახი მოვიკითხე ბართოს ოჯახთან ერთად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 1 აპრილი 2020 20:25
    0
    ანუ ლეოს არ უნდა ეთქვა ხელფასებს შევიმცირებთო? მანამ იტყოდა ხო ამოავლეს ტალახში. ყველა დათანხმადაო, ქალებიც, კალათბურთელებიც და მარტო კაცები იკავებენო თავს. ახლა რო გაიგო მესის წინადადება იყოო, მეორე მხრიდან მიუდგნენ მაგას ვინ ეკითხებაო? და კაპიტანმა რო მაგალითი უნდა მისცეს გუნდს მაშინ ლეო არ მოსწონთ...ვეღარ გავიგე უნდათ თუ არა კაპიტნად მოლაპარაკე ადამიანი. თუ სანამ ჩუმად იყო ყველაფერს ატენიდნენ და ეხლა რო შეპასუხება დაიწყო აღარ ვარგა? და საერთოდ გამაგებინეთ ლეოზე კარგად ვინ იცის რომელი ფეხბურთელებია საჭირო გუნდისთვის, თუ საერთოდ აინტერესებთ ტიტულები. მესი უფრო გრძნობს მოედანზე სიტუაციას და გზებს გამოსწორებისკენ თუ ტიტე, თუ ვინმე ალფრედო რელანო. მესის ხელა სტაჟი და ავტორიტეტი ბარსაში კი არა მსოფლიოში ვისა აქვს. სად იყო ან ბართომეუ ან ვიღაც As-ის ჟურნალისტი, ალფრედო რელანო, რომელიც ბოდიში და ტრ-კს იტ-ვს იმისთვის რო ლეო დაამციროს და თვითონ ჟურნალისტ-პროფესორი გამოჩნდეს, მაშინ როცა ლეოს უკვე 4 ბურთი ქონდა 25 წლის ახალგაზრდას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 1 აპრილი 2020 18:45
    2
    ვაააა ესე იგი მესი არა მარტო გუნდში არამედ ხელმძღვალელობაში წყვეტს ყველაფერს ...

    და მესიმ თუ იცის ამის შესახებ?
    Culé [?]
    #2 1 აპრილი 2020 12:11
    6
    :D ბართომეუს ბოტი .... ამ ყ.ეობის დამწერს შეასხა მესიმ ხახაში
    --------------------

    ForçaBarça
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 აპრილი 2020 12:10
    4
    ალფრედო რელანოს მივუცენზურე პატრონი ამ ბინძური სტატიის გამო მესის ვერ გაუფუჭებთ სახელს თქვენი დედები ვაბზრიალე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued