"ვესტ ჰემს" ბრეითუეიტის შეძენა სურს

"ვესტ ჰემს" ბრეითუეიტის შეძენა სურს

"ვესტ ჰემს" მარტინ ბრეითუეიტის შეძენა სურს. დანიელი "ბარსაში" სულ მცირე ხნის წინ გადაბარგდა. The Sun იუწყება, რომ "ჩაქუჩები" ახალ თავდამსხმელს ეძებენ და იმედოვნებენ, რომ დანიელი ფორვარდის შეძენას შეძლებენ.

გასულ კვირას, Diario Sport-მა გაავრცელა ანალოგიური ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ბრეითუეიტის შეძენას "ევერტონი" ეცდება. როგორც ჩანს, პრემიერ ლიგის კლუბებს ერთმანეთთან კონკურენცია მოუწევთ. თუმცა, იგივე გამოცემა იუწყება, რომ "ბარსელონას" არ სურს თავდამსხმელის გაყიდვა, რომელიც "ლეგანესიდან" 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოიბირა.

დანიელმა "ბარსელონაში" გადმოსვლამდე 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ექვსი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ბრეითუეიტმა პრემიერ ლიგაში თამაში უკვე მოასწრო. ის "ლეგანესამდე" "მიდლსბროს" ღირსებას იაცავდა.

სპეციალური დებულების შედეგად, რომელიც ლა ლიგაში ამოქმედდა, "ბარსელონას" მიეცა შესაძლებლობა ფეხბურთელი თებერვალში დაემატებინა. დანიელმა "ბარსელონასთან" ოთხწლიანი კონტრაქტი შეათანხმა, რომლის გამოსასყიდ თანხად 300 მილიონი ევროა მითითებული.

ამ კონტრაქტიდანაც კარგად ჩანს, რომ "ბარსელონას" ბრეითუეიტთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვს.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 1 აპრილი 2020 18:36
    4
    რას ერჩიან ტოო ??? ჯერ რა ითამაშა და საკაიფოდ გამოიყურება , რაუნდათ ამ კაცისგან ამაზე უკეთესი სათადარიგო ფორვარდი ვინ მოყავთ ? სათადარიგო კიარა ძირითადისკენაც გაიწევს ისეთი მონდომებულია, ტიპს ყველაფერი აქვს და არ მოსულა უკვე გავუშვადო, ესეიგი ვინც მონდომებულია და ცოტა მოხოდილი არ აწყობთ ეგრევე დავაი გავყიდოთო.. რა მაფიაა ეს ???
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #5 1 აპრილი 2020 13:00
    2
    ციტატა: M10 S9 D11
    ორი თავდამსხმელი თუ არ მოიყვანეს მაშინ უნდა დატოვონ მშვენივრად გამოვიყენებთ ამას

    ორი თავმდამსხხმელი რათ გვინდა? ლაუტარო რო მოიყვანონ ამის ადგილი საერთოდ აღარ იქნება გუნდში მაშინ 1 წელი იჯარით უნდა გაუშვან და შემდეგ წელს სუა რო წავა ეს იყოს მეორე ფორვარდი არამგონია მეორე ფორვარდობაზე პრეტენზია ქონდეს
    BarcelonaFanTV
    სტუმარი [?]
    #4 1 აპრილი 2020 12:07
    1
    გამოსასყიდი გადაიხადონ და კი :)
    ფანი [?]
    #3 1 აპრილი 2020 11:09
    2
    Ravi ra mondomebac aqvs am gadasaxedidan ar unda gaushvan... jekpoti daeca da mjera gamoiyenebs da karg fecburts gavchuqebs .. tu am koronam ar mout... patroni
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 აპრილი 2020 10:51
    1
    ორი თავდამსხმელი თუ არ მოიყვანეს მაშინ უნდა დატოვონ მშვენივრად გამოვიყენებთ ამას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #1 1 აპრილი 2020 10:40
    4
    ეს არსად გასაშვები არაა