ჟოზეპ მარია ბართომეუ: ივნისში არ გავკოტრდებით

ჟოზეპ მარია ბართომეუ: ივნისში არ გავკოტრდებით

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ კლუბის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრობს.

"რთული სიტუაცია გაქვს. 14 მარტის შემდეგ "ბლაუგრანას" სარგებელი არ უნახავს, თუმცა ივნისში ამის გამო არ გავკოტრდებით.

თუ ზაფხულის დასაწყისამდე შესაბამის ზომებს ვერ მივიღებთ, დიდი წაგების წინაშე აღმოვჩნდებით.

დროა, მოქმედება დავიწყოთ. მოლაპარაკებები როგორც მოთამაშეებთან, ისე სპონსორებთან ვაწარმოეთ. ERTE-ს დახმარებით "ბარსელონა" არასპორტული კუთხით მომუშავე პერსონალის სრულ ხელფასს უზრუნველყოფს.

დანაზოგი 16 მილიონ ევროს შეადგენს, რომლის 5.75% მოთამაშეებისაა.

თანხების მისაღებად არანაირი წყარო აღარ შეგვრჩა - მუზეუმი დახურულია, ბილეთებს ვერ ვყიდით, არც სატელევიზიო მაუწყებლობის უფლება გვაქვს.

"ბარსელონა" უბრალოდ იმას აკეთებს, რასაც ევროპის გრანდები - "ბაიერნი", "ლიონი" და "იუვენტუსი" , - ციტირებს ბართომეუს სიტყვებს Marca.

გუშინ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" საფეხბურთო გუნდის წევრებმა ერთხმად დაადასტურეს, რომ კლუბის დასახმარებლად მზად არიან, ხელფასი 70%-ით შეიმცირონ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 31 მარტი 2020 20:43
    0
    შენ უკვე გაკოტრდი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 31 მარტი 2020 17:51
    0
    ციტატა: Wtf man
    ამ ზაფხულს ტრანსფერებს არ ელოდოთ მაქსიმუმ ლაუტარო მოიყვანონ. ნეტა კოუტინიო მაინც არ გაყიდონ და ნახ დაცვაში ათამაშოს სეტიენმა. კოუ დეიონგი არტუტი არ იქნება ურიგო. წინ დემბელე ლაუტარო მესი. სკამი გრიზმანი სუარესი ტრინკაო ფატი იჯარით გაუშვან

    სეტიენი თუ დატო ეს რისი ალბათობაც 90%-ია კოუტინიოსაც დატოვებენ სეტიენს უნდოდა ზამთარში მაგის დაბრუნება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #5 31 მარტი 2020 17:46
    0
    ივნისში არ გავკოტრდებით
    მართალი ხარ, მგონი უკვე გაკოტრებული ხარ!
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #4 31 მარტი 2020 17:28
    0
    ამ ზაფხულს ტრანსფერებს არ ელოდოთ მაქსიმუმ ლაუტარო მოიყვანონ. ნეტა კოუტინიო მაინც არ გაყიდონ და ნახ დაცვაში ათამაშოს სეტიენმა. კოუ დეიონგი არტუტი არ იქნება ურიგო. წინ დემბელე ლაუტარო მესი. სკამი გრიზმანი სუარესი ტრინკაო ფატი იჯარით გაუშვან
    [?]
    #3 31 მარტი 2020 17:20
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    გადავრჩენილვართ მეგობრებო 👏👏👏

    და ამას ეხლა ის მუსიკა უნდა :D
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 31 მარტი 2020 17:14
    0
    რონალდუ ხო არ გვეყიდა. ლაუტაროს ნაცვლად? აგერ იუვენტუსი ხელფასს ვერ უხდის, და გაყიდვა უნდა. 70-მდე უნდათ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 31 მარტი 2020 16:26
    0
    გადავრჩენილვართ მეგობრებო 👏👏👏
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued