ლიონელ მესის პირველი სატელევიზიო ინტერვიუ [ვიდეო]

ლიონელ მესის პირველი სატელევიზიო ინტერვიუ [ვიდეო]

კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი, ლიონელ მესი სატელევიზიო მედიის წინაშე პირველად 2003 წლის 12 ნოემბერს წარსდგა. 16 წლის ახალგაზრდა BarcaTV-სთან ინტერვიუში კითხვებს ლაკონურად და მორცხვად პასუხობს.

კონტრაქტის შესახებ

დამირეკეს და მითხრეს, რომ პროფესონალურ კონტრაქტს მიფორმებდნენ. უზარმაზარი ბედნიერება ვიგრძენი. აქ პრიმერაში მოთამაშეები 18-19 წლამდე არ გადაჰყავთ, თუმცა არგენტინაში შანსს 16-17 წლის ფეხბურთელებსაც აძლევენ. მათ ტრანსფერების გასაკეთებლად თანხა არ აქვთ და სარგებელს აკადემიებიდან იღებენ.

ვნახეთ სესკ ფაბრეგასის შემთხვევაში რა მოხდა, თუმცა სხვა გეგმები მაქვს. "ბარსაში" კარგად ვასპარეზობ და მსურს, აქ სამუდამოდ დავრჩე.

ადრეული წლების შესახებ

თავიდან 6 თვე თავს ცუდად ვგრძნობდი, რადგან ოფიციალური კონტრაქტი არ მქონდა. პირველ მატჩში დაზიანება მივიღე და 2 თვე ვიუქმე. საშინელი დასაწყისი იყო. ახალ გუნდელებს ნელ-ნელა ვეჩვეოდი, თუმცა საკუთარი თავის რწმენა მაკლდა. ხშირად ისედაც არ ვსაუბრობდი, თუმცა აქ განსაკუთრებით გამიჭირდა. ყველა ამბობს, რომ ხმას ვერ ვიღებ, მაგრამ ჩემს სიტყვას მოედანზე ვამბობ, სადაც ყველაფერი მავიწყდება. მინდორზე ვცდილობ, საკუთარ თავს ვასიამოვნო. ცოტას ვბრაზდები, როდესაც თამაშები ცუდად სრულდება.

ოჯახი და განსაკუთრებული შესაძლებლობები

ფორთოხალი 60-ჯერ ავკენწლე, ჩოგბურთის ბურთი - 120-ჯერ. ჩემი ოჯახი ფეხბურთის მოყვარულია. მატიასის გარდა ყველა "ნიუელს ოლდ ბოისს" გულშემატკივრობს.

პოზიცია და გოლები

დაახლოებით, ნახევარმცველების წინ მოძრაობა მიყვარს. უპირატესობას 10 ნომერ პოზიციას ვანიჭებ. გოლების გატანა და ჩემი გუნდელების გახალისება მომწონს. გუნდისათვის საუკეთესოს ვაკეთებ. ახლა ჩემი მიზანი "ბარსელონა ბ-ში" გადასვლა და პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშია", - ციტირებს ლიონელ მესის სიტყვებს Marca.


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 30 მარტი 2020 17:12
    0
    ამაზეა ნათქვამი დრო გვაჩვენებსო და აი მისი 15 წლის მანძილზე ზუსტად ასე მიყავს როგორც სურდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 მარტი 2020 14:43
    2
    ჟურნალისტი გარტყმაში არაა,რა ლეოპარდი უზის წინ 👽