"ბაიერნი" ტერ შტეგენის ტრანსფერში რეკორდულ თანხას ჩამოდის

  • 29-03-2020, 23:24
  • "ბაიერნი" ტერ შტეგენის ტრანსფერში რეკორდულ თანხას ჩამოდის

    "ბაიერნი" "ბარსელონას" მეკარით, მარკ-ანდრე ტერ შტეგენით ინტერესდება. Daily Mirror-ის ცნობით, მიუნხენელები მზად არიან, 27 წლის ფეხბურთელში სარეკორდო 100 მილიონი ევრო გადაიხადონ.

    თანხა რეკორდული ორი მიზეზითაა:

    საქმე ისაა, რომ ამჟამად, ყველაზე ძვირადღირებული მეკარე კეპა არისაბალაგაა, რომელიც ბილბაოს "ატლეტიკიდან" ლონდონის "ჩელსიში" 2018 წელს 80 მილიონ ევროდ გადავიდა.

    გარდა ამისა, "რეკორდმაისტერს" ფეხბურთელში ასეთი დიდი თანხა არასდროს გადაუხდია. გერმანული კლუბის სარეკორდო ტრანსფერი ლუკა ერნანდესია, რომელიც "ბაიერნმა" მადრიდის "ატლეტიკოდან" 2019 წელს 80 მილიონ ევროდ შეიძინა.

    "ბავარია" მანუელ ნოიერის ღირსეულ შემცვლელს ეძებს, ერთ-ერთი პრიორიტეტული ვარიანტი სწორედ ტერ შტეგენია. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდი გერმანელს "ბარსასთან" კონტრაქტის არგახანგრძლივებისკენ მოუწოდებს, რომელიც 2022 წლამდეა გათვლილი.

    Transfermarkt-ის მიხედვით, მარკ-ანდრეს სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონ ევროს შეადგენს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    30 მარტი 2020 20:32

    300 000 ღირს !

    0
    საიტზეა
    nika 54 Culé [?]

    30 მარტი 2020 15:09

    გერმანელზე ნაციონალისტი ერი არ არსებობს. მე მახსოვს ერთი ნაცნობი გერმანელის სიტყვები, რომელსაც ოჯახში 4 მანქანა ყავდა(ცოლ-შვილიანად) და მოტოციკლეტიც კი ბმვ. რო ვკითხე იაპონურზე ლაპარაკიც არ ინდომა. მე ვიყიდი გერმანულს და ერთი მანქანაც კი უკვე ერთი სამუშაო ადგილია გერმანელისთვის-ო. მოკლედ ადრე თუ გვიან ეს წავა ბაიერნში, ალბათ ნაკრებით დააინტერესებენ. ხოდა სანამ დროა მისცენ ერთი პირობით: კოუტინიოც გაიკეთონ უკან და რასაც შეგვპირდნენ ის გადაიხადონ. მოკლედ 220 დადონ და წაიყვანონ გიტლერის შვილთაშვილი. მეკარის პოვნა არ არის ძნელი. ძნელი მცველების და თავდამსხმელების(კარგების) შოვნაა.

    3
    გასულია
    MeGauchoSi გულშემატკივარი [?]

    30 მარტი 2020 03:18

    თუ მაგდენი ფულო გაქვთ, ვინც წაიყანეთ იმაში გადაიხადეთ...
    ისე ეს შვაინები ნაკრებში თამაშს თუ შეპირდნენ... წესით ისედაც ჩაიბარებს ნაკრების ხელთათმანს მალე...

    2
    გასულია
    Don_Andresito [?]

    30 მარტი 2020 01:44

    ბაიერნი 100 არავისში იხდის და მეკარეში ჩამოდის? თამ ამ დროს? მაქსიმუმ ჰავერცში გადაიხადონ მიახლოებული თანხა. ტყუილი და უაზრო სტატიაა. გვატყუებს მირორი

    3
    გასულია
    jack slater Culé [?]

    30 მარტი 2020 00:52

    აგვახევს ბავარია შტეგენს ბლიად.

    2
    გასულია
    Messiah ფანი [?]

    30 მარტი 2020 00:02

    ციტატა: Berlinetta♥
    ბარსა უყვარს თორე, წესით კი უნდა წავიდეს, მშვენიერი გუნდია ბაიერნი , სპორტული პროექტი და ღირებულებები მაინც აქვთ


    იმედია იმდენად უყვარს რო ბართომეუს ყ.ეობებს დაიკიდებს

    2
    --------------------
    Leo Messi - The GOD of football!

    We 61D it!

    ForçaBarça
    გასულია
    NEYBarca ფანი [?]

    29 მარტი 2020 23:55

    გამოსასყიდის გადახდის გარეშე ვერ წაიყვანს ბავარია

    0
    გასულია
    Berlinetta♥ Culé [?]

    29 მარტი 2020 23:44

    ბარსა უყვარს თორე, წესით კი უნდა წავიდეს, მშვენიერი გუნდია ბაიერნი , სპორტული პროექტი და ღირებულებები მაინც აქვთ

    7
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    გასულია
    mesi_10 Culé [?]

    29 მარტი 2020 23:37

    მარკს ხელი დაედება და ბარტოს რეიკა გაედება...

    4
    გასულია
    barca`barca Culé [?]

    29 მარტი 2020 23:35

    არ წავა <3 მერე რა რო გერმანული გუნდია მაინც არ წავა

    2
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    საიტზეა
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    29 მარტი 2020 23:25

    ევროებათ დაახურდავეთ და ისე გაიკეთეთ უკან ეგ 90 მილიონი არ იყიდება შტეგო

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge