პეპის "ბარსელონა" vs კლოპის "ლივერპული" - ვინ მოიგებს?

  • 29-03-2020, 22:34
  • პეპის "ბარსელონა" vs კლოპის "ლივერპული" - ვინ მოიგებს?

    მსოფლიო ფეხბურთს ისეთი დრო უდგას, სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრებს თავის შესაქცევად საკმაოდ მწირი არჩევანი აქვთ - უყურონ ბელარუსის ჩემპიონატს, ითამაშონ ვიდეოთამაშები, გაიხსენონ ძველი თამაშები, ან გასაქანი ფანტაზიას მისცეს.

    სწორედ მეოთხე კატეგორიას მიეკუთვნება Tribuna.com-ის საინტერესო წამოწყება. ცნობილი პორტალი საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, პეპ გვარდიოლას ფორმაციის "ბარელონა" იურგან კლოპის "ლივერპულს" რომ შეხვდეს.

    დავიწყოთ შემადგენლობებით.

    ბარსელონა: ვალდესი, ალვესი, პუიოლი, პიკე, აბიდალი, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, პედრო, მესი, ვილია.

    იმის მიუხედაად, რომ გვარდიოლას გუნდში სამუელ ეტო'ოს, ტიერი ანრისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს უთამაშიათ, რომლებიც პედროსა და ალბათ ვილიასაც კლასით აღემატებიან, გვარდიოლას ფორმაციაში უკეთ სწორედ ესპანელი შემტევები ჯდებოდნენ.

    ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, ვან დაიკი, მატიპი, რობერთსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი, ჰენდერსონი, სალაჰი, ფირმინო, სანე.

    რომელი აჯობებდა? ერთ მხარესაა "ბარსელონა", რომელსაც აქვს ამბიცია, რომ ისტორიაში საუკეთესო ფორმაციის გუნდია, რომელზეც თვით ალექს ფერგიუსონმა თქვა, რომ ასეთი ძლიერი მეტოქე არასდროს ჰყოლია... მეორე მხარეს კი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, რომლის პრემიერ ლიგაში შემჩერებელი მხოლოდ კორონავირუსია.

    Tribuna გვთავაზობს სამ მიზეზს, რომელთა გამოც გამარჯვება "ბარსელონას" დარჩებოდა.

    ტაქტიკური უპირატესობა

    ბურთის კონტროლი გაძლევს საშუალებას, არა მხოლოდ შექმნა მომენტები, არამედ ამის საშუალება მეტოქეს არ მისცე. გვარდიოლას "ბარსას" თამაშის სტილი არასდროს იყო დამოკიდებული მეტოქეზე.

    პედრო და ვილია "ლივერპულის" დაცვას გაშლას აიძულებდნენ, ხაზებს შორის მოთამაშე მესი კი "წითლებს" 2 არჩევანს დაუტოვებდა - მაღლა ამოწევა მესისთან მჭიდროდ სათამაშოდ, მაგრამ გარემარბებისთვის მეტი სივრცის მიცემის ხარჯზე, ან მესისთვის ფაბინიოს მიჩენა, მაგრამ ნახევარდაცვაში რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენა.

    უპირატესობა სიჩქარეში

    "ლივერპულს" ნამდვილად რეაქტიული გუნდი ჰყავს. ძნელია, დღეს მოვძებნოთ სხვა გუნდი, რომლის ფეხბურთელებიც ამდენს და ასე სწრაფად დარბიან. თუმცა, ვერცერთი ფეხბურთელი აჯობებს სისწრაფეში ბურთს, მით უმეტეს, თუ მას ჩავი და ინიესტა აკონტროლებენ. გარდა ამისა, "ლივერპულის" ფეხბურთელები, ფიზიკურად ძალიან კარგად მომზადების მიუხედავად, ვერ შეძლებდნენ "ტიკი-ტაკასთვის" ფეხი აწეყოთ და ბურთისთვის მუდმივად ებრძოლათ. საბოლოოდ, "ბარსელონა" დაღლილ მეტოქესთან ითამაშებდა, რაც პედროსა და სხვათა სისწრაფის გამო, ძალიან დიდი უპირატესობა იქნებოდა.

    ინდივიდუალიზმი

    ინდივიდუალურად, "ბარსელონა" "ლივერპულს" თითქმის ყველა პოზიციაზე ჯობნის. ბუსკეტსი, ჩავი და ინიესტა რომ ჰენდერსონს, ფაბინიოსა და ვეინალდუმს დაჩაგრავდნენ, მით უმეტეს, თუ ფაბინიოს მთავარი საზრუნავი მესი იქნებოდა, კითხვებს არ ბადებს. დაცვის ფლანგებზე, "ლივერპულისთვის" ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელებს, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდსა და ენდრიუ რობერთსონს მათზე გაცილებით გამოცდილი და ძალიან მაღალი კლასის ერიკ აბიდალი და დანი ალვესი დაუპირისპირდებოდნენ.

    შეტევაში კი, "ბარსელონას" ეყოლებოდა პედრო-მესი-ვილიას დუეტი, რომელიც იმდენად კარგად და მეტოქისთვის მომაკვდინებლად იყო შეთამაშებული, რომ დიდი პრობლემა არც თუნდაც ვირჯილ ვან დაიკისა და ალისონის ბარიერის დაძლევა იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო არანაკლები ფეხბურთელების, ედვინ ვან დერ სარისა და ფერდინანდი-ვიდიჩის წყვილის შემთხვევაში.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    nika 54 Culé [?]

    30 მარტი 2020 16:48

    "შეტევაში კი, "ბარსელონას" ეყოლებოდა პედრო-მესი-ვილიას დუეტი"??? იქნებ ტრიო?

    ციტატა: barcelonafanlasha
    ამ ბარსამ და ზოგადად პეპის ბარსამ სადაც ითამაშა ქვა ქვაზე არ დატოვა როცა ასეთი ძლიერი ნახევრდაცვა ყავდა...და რაღა თქმა უნდა ამ ლივერს დიდი უპირატესობით დაჯაბნიდა..(ტრიპლეტები არ დავივიწყოთ) არც მინდა უბრალოდ ეგ ბარსა დღევანდელ ნებისმიერ ძლიერ გუნდს შევადარო უბრალოდ უსამართლობა მგონია....და კიდევ გული მწყდება იმაზე რომ ამ ბარსელონამ ორი ლიგის მეტი ვერ დადო...

    ისე ხო დააკვირდით. ბარსა დაღლიდაო და ეს ფაქტია მახსოვს რომელიღაც მანჩესტერელის ინტერვიუ იმ თამაშებზე. "ისე ვიყავით დაღლილები სირბილის თავი აღარ გვქონდაო, ერთი იმედი იყო მსაჯს დროზე ჩაესტვინა-ო" ლივერპულიც საოცრად მოძრაობს, თითქოს არ იღლებიან, მაგრამ გაიხსენეთ ატლეტიკოსთან თამაში? როგორ დაღალა სიმეონემ და ბოლოს როგორ აყლაპა სამი ბურთი. და საერთოდ ბარსასავით ვერავინ თამაშობდა, გახსოვთ სეზონში 5-6 ტიტულს დებდნენ. კლოპი კიდევ თასზეც კი არ ათამაშებს ძირითადს. კლოპი მიზანი სეზონში ერთი ტიტულია, შარშან ლიგა წელს ჩემპიონატი და ეს ყველაფერი იმიტომ რო ტემპს რასაც ისინი დებენ ერთ თამაშში, მთელი სეზონის განმავლობაში რო ყველა თამაში გაქაჩონ აღარ ყოფნით. და ეს უკვე ფაქტია. ასევე იყო რეალიც. ლიგას დებდა ჩემპიონატში მეორე-მესამე ადგილზე გადიოდა, თასსაც ბარსას უტოვებდა. და ვინ იცის იქნებ მართლებიც არიან, ჩვენ რო ყველა ტიტულზე ბოლომდე ვიბრძვით იქნებ იმიტომაც გვიკეთებენ ასეთ კამბეკებს სეზონის ბოლოსკენ.

    1
    გასულია
    barcelonafanlasha გულშემატკივარი [?]

    30 მარტი 2020 15:36

    ამ ბარსამ და ზოგადად პეპის ბარსამ სადაც ითამაშა ქვა ქვაზე არ დატოვა როცა ასეთი ძლიერი ნახევრდაცვა ყავდა...და რაღა თქმა უნდა ამ ლივერს დიდი უპირატესობით დაჯაბნიდა..(ტრიპლეტები არ დავივიწყოთ) არც მინდა უბრალოდ ეგ ბარსა დღევანდელ ნებისმიერ ძლიერ გუნდს შევადარო უბრალოდ უსამართლობა მგონია....და კიდევ გული მწყდება იმაზე რომ ამ ბარსელონამ ორი ლიგის მეტი ვერ დადო...

    0
    გასულია
    lesane C ფანი [?]

    30 მარტი 2020 13:57

    სახეს გაათლიდნენ ტლოპინას ბიჭები რათ უნდა ბევრი ბაზარი

    1
    გასულია
    dima359 წევრი [?]

    30 მარტი 2020 05:42

    პეპის ბარსა იყო ყველა დროის საუკეთესო გუნდი. ლუჩოს ბარსაც უკეთესი იყო, მესი-სუარესი-ნეიმარის ტრიოს ყველას განადგურება შეეძლო

    4
    გასულია
    Don_Andresito [?]

    30 მარტი 2020 01:47

    ამათ პირველ რიგში ლუჩოს გუნდი მოუღებდა ბოლოს. ვან დეიკს და კრისა რობერტონს მსნ შუაზე გაგლუჯავდა. პეპის და ლუჩოს კი არა ვალვერდეს გუნდმა თხარა 3-0

    6
    გასულია
    mesi_10 Culé [?]

    30 მარტი 2020 00:00

    გვარდიოლას დროინდელი ბარსა მსოფლიოში საუკეთესო იყო ჩემი აზრით დღევანდელ ლივერპულს მოგუდავდა ჩვეულ სტილში... სამწუხაროა რომ დღევანდელ ბარსაზე უკვე ვერ ვიტყვით უძლიერსი გუნდია და ასე შემდეგ, რადგან რიგითი გუნდის დონემდე დაეშვნენ როცა 7-8წლის წინ ცაში ვარსკვლავებს წყვეტდნენ, იდიაში უძლიერესი შემადგენლობა ყავს გუნდს სუპერ ვარსკვლავებით დაკომპლექტებული და ინდივიდუალური შემსრულებლებიც არ აკლია მარა ეს ყველაფერი წლებია ლიგის მოსაგებად არ ყოფნის შიდა ჩემპიონატს თუ იგებს ტოველ წელს ჩემპიონთა ლიგა კაი ხანია სანატრებელი გაგვიხდა და ამ ყველაფერს ზოგადათ ძალიან ბევრი მიზეზიც აქ რატომაც ვერ ვიგებთ ლიგას ნუ ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს უბრალოთ ძირეული ცვლილებებია საჭირო, რაღაცა ახალი ჭირდება გუნდს ის რაც გამოაცოცხლებს და კონკურენტ უნარიანს გახდის..

    1
    გასულია
    Barca_MNS ფანი [?]

    29 მარტი 2020 23:40

    რთული შესადარებელია, რაც დღეს ლივერპლს ახასაითებს და მთავარია მათთვის ეს მაღალი ტემპია..თუ იქ არნოლდი და რობერტსონი ალბას და რობერტოს აპამპულავებენ- აბიდაილ ალვეშთან ეგეთი რამე თითქმის შეუძლებელია. წამროუდგენელია ორი დორსი გუნდების შედარება, ან თუნდაც გვარდის გუნდიდან რატო აიღეს ეს კონკრეტული ფეხბურთელები. თუნდაც ვილლა კი, ანრი არა, და ა.,შ ბევრ ასპეკტში ვაჯობებდით

    4
    გასულია
    სპარტაკი წევრი [?]

    29 მარტი 2020 23:26

    ჩემი აზრით არც ღირს სადაოთ .. ისე დიდი სიამოვნებით უყურებდი მაგ ჯახს.

    6
    გასულია
    zazala7 Culé [?]

    29 მარტი 2020 23:11

    კლოპის ლივერპულს დაამატეთ ზიზუს რეალიც, მაგრამ მაინც 100-0 ია

    6
    საიტზეა
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    29 მარტი 2020 23:08

    ფეხებს ვერ მოჭამდა ეს ლივერპული გვარდის ბარსას

    8
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Geo-fcb წევრი [?]

    29 მარტი 2020 22:55

    გვარდიოლასი კიარა ვალვერდეს ბარსამ გამოუღო ლივერპულს ხერხემალი უკანალიდან ხმალივით 😂
    მარა ვალვერდეა და ბოლომდე ვერ მიიყვანა საქმე, რა ქნას...

    10
    გასულია
    vitorborbafereira ფანი [?]

    29 მარტი 2020 22:36

    ამაზე მსჯელობაც არ შეიძლება, გვარდიოლას ბარსელონა თამაშის 80% მეტოქის საჯარიმოშო
    იდგა

    სწორედ ამით აიხსენბა რომ
    ვალდესს 4 ზამორა აქვს მოგებული)))

    12
    პარტნიორები
    Flashscore.ge