"ლივერპულს" უსმან დემბელეს შეძენა სურს

"ლივერპულს" უსმან დემბელეს შეძენა სურს

Diario Sport-ის ინფორმაციით, "ლივერპულის" თავკაცს, იურგენ კლოპს უსმან დემბელეს შეძენა სურს.

ცნობილია, რომ "წითლები" მზად არიან, "ბარსელონას" შემტევში 90 მილიონი ევრო გადაიხადონ. იმავე წყარო რამდენიმე დღის წინ ირწმუნებოდა, რომ "ბლაუგრანა" და კიკე სეტიენი ფრანგს სავსებით ენდობიან. მიუხედავად ამისა, კლუბმა 22 წლის ფეხბურთელი, შესაძლოა, კორონავირუსისაგან გამოწვეული კრიზისის შესამსუბუქებლად გამოიყენოს.

უსმანმა ხშირი ტრავმიანობის გამო ლაზარეთში თითქმის 1 წელი გაატარა (344 დღე). Transfermarkt-ის მიხედვით, მოთამაშის ფასი 120 მილიონი ევროდან 70 მილიონამდე შემცირდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 29 მარტი 2020 21:44
    2
    კლოპის ხელში ეს იფრენს. წესით
    Culé [?]
    #5 29 მარტი 2020 21:30
    2
    ამის გაყიდვა ჩემი აზრით შეცდომა იქნება, და თუ მაინც გაყიდიან მაშინ სანჩო უნდა მოიყვანონ უეჭველი!
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #4 29 მარტი 2020 21:12
    4
    90ს თუ იხდიან კაია ამაში ეგ ფასი. მისცენ
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #3 29 მარტი 2020 21:00
    6
    დემბო არ იყიდება, ტოპ ტალანტია და ბარსას მომავალი.
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #2 29 მარტი 2020 20:56
    2
    არნოლდი გამოუშვან და წაიღონ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 29 მარტი 2020 20:49
    4
    არავითარ შემთხვევაში ერთი შანსი კიდე უნდა მიეცეზ დემბელეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued