როგორ დააკომპლექტებდა ჩავი ერნანდესი მსოფლიოს საუკეთესო გუნდს

  • 29-03-2020, 15:39
  • როგორ დააკომპლექტებდა ჩავი ერნანდესი მსოფლიოს საუკეთესო გუნდს

    "ბარსელონას" ლეგენდა და ამჟამად "ალ-სადის" მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი El Magazine-სთან საუბრობს, თუ როგორ დააკომპლექტებდა მსოფლიოს საუკეთესო კლუბს.

    "სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ "ბარსელონაში" დაბრუნება მსურს. რამდენიმე წლის წინ საკუთარ თავს ნდობას გამოვუცხადებდი, თუმცა ახლა მინდოდა ხელში პროექტი ამეღო, სადაც არაფრიდან დავიწყებდი და გადაწყვეტილებებს თავად მივიღებდი.

    პირადად გუნდური მოთამაშე ვარ. დავაბრუნებდი თუ არა ყოფილ მოთამაშეებს?! ამას მარტო ვერ გადავწყვეტდი. აქ, "ალ-სადში" საკითხებს შესაბამის შტატთან ერთად განვიხილავთ, თუმცა ბოლო სიტყვა მაინც ჩემზეა.

    ჩემთვის იოჰან კრუიფი იყო ადამიანი, რომელმაც ფეხბურთის ისტორია შეცვალა. ეს სპორტი რელიგიაა, "მფრინავი ჰოლანდიელი" კი - ღმერთი. მას რამდენჯერმე შევხვდი და მითხრა, რომ ერთ დღეს კატალონიური კლუბი მომძებნიდა და პოსტს შემომთავაზებდა. მსურს, კლუბში ყველას ვუგებდე. გესლიანი სპეციალისტები გასახდელ ოთახს ვერ გაეკარებიან. მინდა, ის ადამიანები მყავდეს გვერდით, ვინც ჩემი გადმოსახედიდან, კარგ გუნდს შექმნიდა.

    ამჟამინდელი შემადგენლობის დიდ ნაწილს დავტოვებდი - მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ჟორდი ალბა, ჟერარ პიკე , სერჟიო ბუსკეტსი და ლიონელ მესი. ისინი თავიანთ პოზიციებზე მსოფლიოში საუკეთესონი არიან. თუ ჩამონათვალს არტურ მელოს, ლუის სუარესსა და დე იონგს დავუმატებდით, მივიღებდით გუნდს, რომელიც 10 წელზე მეტი დროის განმავლობაში ყველაფერს მოიგებდა.

    ნეიმარ ჟუნიორს შევიძენდი. ეჭვი არ მეპარება, რომ შესანიშნავი ტრანსფერი იქნებოდა. "ბარსელონას" მოედნის ცენტრალურ ნაწილში სიტუაცია მოგვარებული აქვს, თუმცა ისეთი გარემარბები აკლია, როგორებიც "ბაიერნს" ჰყავს. მაგალითად: ჯეიდონ სანჩო და სერჟ გნაბრი", - ციტირებს ჩავის სიტყვებს Mundo Deportivo.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    shu1987 გულშემატკივარი [?]

    1 აპრილი 2020 18:47

    კარგი ხავი ახლა ატრაკებ , რაღა დროს პიკე-ბუსკეცი-ალბა და სუარესია მალე მესიც ამოწურავს თავს და შენ კიდე 10 წელიო ??? მეთქი ახალგაზრდებს გამოუცხადებს ნდობას როგორც პეპმა ქნა თავის დროზე და ამ სირ ბებრებს გააჯმეინებსთქო ეგეც როგორც პეპმა გააკეთა თავის დროზე ტიპმა დეკო-რონალდინიო გაუშვა არ უნდოდა პრივილეგიებით გათამამებულებს გასახდელში აერიათ სიტუაცია რასაც დღეს 5-6 ფეხბურთელი აკეთებს და აკონტროლებს ბევრ რამეს, ხავი თუ მოხვალ პირველ რიგში ვინც ჩამოთვალე შტეგენის გარდა ეგენი უნდა გაუშვა თუ გინდა რამეს მიაღწიო.

    ციტატა: frenkie dejong21
    იმედია ამ ზაფხულს მოვა და დავისვენებთ საბოლოოდ

    დავისვენებთო ??? პიკე-ბუსკეციო ტიპმა საძმაკაცოს მივხედავო რაა ალბაც და სუარესიცო 10 წელი ყველაფერს მოიგებენო?? და რეალურთან ახლოს მაინც არის ??? რაღა დროს ბუსკეცი და პიკეს ძირითადია თიპები ძლივს დადიან სტადიონზე.

    5
    გასულია
    me da barca Culé [?]

    29 მარტი 2020 22:46

    ნეიმარი არ დააბრუნო, თორემ აქ ბევრი გადაგემტერება.

    1
    საიტზეა
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    29 მარტი 2020 20:22

    დროზე მოდი რა მაესტრო

    9
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    frenkie dejong21 გულშემატკივარი [?]

    29 მარტი 2020 18:47

    იმედია ამ ზაფხულს მოვა და დავისვენებთ საბოლოოდ

    9
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    29 მარტი 2020 17:44

    აბა შენ იცი ხავი იმედია მართლაც ისეთ გუნდს შექმნი როგორიც შენ ქსურს

    5
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    BEQA BARCA ფანი [?]

    29 მარტი 2020 17:20

    მოდი და გვაჩვენე ისეთი ბარსა რომელიც კარგა ხანია არ გვინახავს.

    5
    გასულია
    პეპ გუარდიოლა გულშემატკივარი [?]

    29 მარტი 2020 16:37

    შენ რომ ბარსაში მოხვალ ალბაც პიკეც ბუსკეციც და მესიც უკვე აღარაფერში გამოგადგება და ძირითადი ბირთვის ამათზე აწყობა კრახით დამთავრდება, მეგონა ახალგაზრდებს თუ დაასახელებდა

    12
    გასულია
    B.A.r.c.A ფანი [?]

    29 მარტი 2020 15:52

    Erti prangi ar daasaxela😁😁 ukve amjgavnebs ro iciis saqme...

    9
    გასულია
    ნელსონ სემედუ წევრი [?]

    29 მარტი 2020 15:47

    აბა შენ იცი შემდეგი სეზონიდან შენ უნდა გაწვრთნა გუნდი მაესტრო

    13
    პარტნიორები
    Flashscore.ge