"ინტერი" ვიდალის შეძენას კვლავ შეეცდება

"ინტერი" ვიდალის შეძენას კვლავ შეეცდება

"ბარსელონა" ზაფხულში ფეხბურთელების გაყიდვას გეგმავს, ერთ-ერთ მათგანად კი არტურო ვიდალი სახელდება.

Sport-ის ინფორმაციით, ჩილელი ფეხბურთელის შეძენას, მორიგ ჯერზე, მილანის "ინტერი" შეეცდება. 32 წლის ნახევარმცველის ტრანსფერს მხარს "ნერაძურის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე უჭერს, რომელიც ვიდალთან ერთად ადრე "იუვენტუსში" მუშაობდა.

იტალიელი სპეციალისტი სამხრეთამერიკელ მოთამაშეს უკვე დაუკავშირდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილის გარანტიაც მისცა. თუ კატალონიელებს მილანელების ფინანსური წინადადება დააკმაყოფილებთ, ტრანსფერი, სავარაუდოდ, შედგება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 29 მარტი 2020 01:35
    0
    არ უნდა გავუშვათ ვიდალი არა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued