დანიელ ფონსეკა: მესის არაფერი დააკლდება, თუ 3 მილიონ ევროს დაკარგავს

დანიელ ფონსეკა: მესის არაფერი დააკლდება, თუ 3 მილიონ ევროს დაკარგავს

ყოფილი ურუგვაელი ფეხბურთელი, დანიელ ფონსეკა კლუბების მიერ ხელფასების შემცირების სურვილს ეხმაურება. 

"იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მილიონებს გამოიმუშავებენ, ასეთ სიტუაციაში ხელფასების 30%-ით შემცირება ლოგიკურია. მათზე ვდარდობ, ვისაც შვილების გამოკვება უჭირს.

მესის ცხოვრება არ შეიცვლება, თუ ის 3 მილიონ ევროს ვერ მიიღებს. მეორე მხრივ, არსებობენ ადამიანები, ვინც სამსახურს დაკარგავენ, ეს კი სერიოზული ფაქტორი გახდება", - ციტირებს ფონსეკას სიტყვებს Marca.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკონტრაქტო პირობების გადახედვა იგეგმება. საუბარია ხელფასების 70%-ით შემცირებაზე, რასაც ფეხბურთელები ეწინააღმდეგებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 29 მარტი 2020 22:19
    1
    სხვის ჯიბეში ხელის ფათური არაა სწორი დანიელ.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #3 29 მარტი 2020 12:13
    1
    არამკითხე მოამბე!
    ფანი [?]
    #2 29 მარტი 2020 11:09
    1
    3 მილიონი კიარა 50 მილიონს რომ იღებს მინიმუმ ნახევარი უნდა ჩამოაჭრან მაგრამ სადაა სამართალი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 29 მარტი 2020 10:09
    5
    აი ესეთი განცხადებები მაღიზიანებს რა იცის იქნებ ოთხმაგი თანხის დაკლება მოითხოვა ან ვაფშე ვინ ეკითხებათ მესი და ზოგადად სხვა იგროკი რას მოიკლებს და რას მოიმატებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued