ჟერარ პიკე ლა ლიგის ფესტივალში ჩაერთო

ჟერარ პიკე ლა ლიგის ფესტივალში ჩაერთო

კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა, ჟერარ პიკემ მონაწილეობა LaLigaSantander Fest-ში მიიღო, სადაც სხვადასხვა ვარსკვლავები მოსახლეობას ამხნევებენ.

"რთული და შეუჩვეველი პერიოდის გავლა გვიწევს. მოედანზე ვარჯიშის გარეშე ვცდილობ, სახლის პირობებში ფორმა შევინარჩუნო. მართალია, რომ ამგვარად ცხოვრება მარტივი არ არის.

ლა ლიგამ ფესტივალის საშუალებით გაგვაერთიანა. ასეთი წამომწყება უნიკალურია და ამაყი ვარ, რომ მეც ვმონაწილეობ. ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა განვაგრძოთ, რადგან ჩვენ უძლეველები ვართ," - აცხადებს 33 წლის მცველი.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 72 335 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო გადაცვლილთა რაოდენობა 6 000-ს აღწევს.

[media=https://www.youtube.com/watch?v=0sry6_Vrx04]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.