ტერ შტეგენი: "ბარსელონამ" საქმის გასამარტივებლად ჯგუფებად დაგვყო

ტერ შტეგენი: "ბარსელონამ" საქმის გასამარტივებლად ჯგუფებად დაგვყო

კატალონიის "ბარსელონას" გერმანელი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კლუბის ოფიციალურ Youtube-ს არხთან ინტერვიუს წერს.

"მე და ჩემი ოჯახი თავს კარგად ვგრძნობთ. ყველა ერთ სიტუაციაში ვართ და შეგვიძლია, ერთმანეთი სახლიდან გავამხნევოთ. დროს ძირითადად სამზარეულოსა და მისაღებ ოთახში ვატარებ, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში სავარჯიშო დარბაზს დიდი ადგილი უკავია.

ბევრს ვვარჯიშობ, განსაკუთრებით, საუზმობამდე. სახლის დალაგება და დასუფთავებაც ერთგვარი ვარჯიშია. ფიზიკურ მწვრთნელებთან მუდმივად ვკონტაქტობთ. "ბარსელონამ" ჯგუფებად დაგვყო, რათა საქმე გაემარტივებინა.

დღეს ჩემი ვაჟი ბენი 3 თვის გახდა. შვილებთან ერთად ვკითხულობ და ვიდეო თამაშებს ვთამაშობ.

საყვარელი ფილმია - "ბედნიერების კვალდაკვალ". რაც შეეხება მუსიკას, ძირითადად 90-იანი წლების შედევრებს ვუსმენ," - აცხადებს გერმანელი ვარსკლავი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #2 28 მარტი 2020 22:42
    9
    შტეგოოოოო, შე ბარსას ყველა დროის საუკეთესო მეკარევ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 მარტი 2020 22:26
    3
    მიჩმორებული ყავს ცოლს 😂😂😂
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued