MD: "ბარსას" ხელმძღვანელობასა და ტერ შტეგენს შორის შეხვედრა გადაიდო

  • 27-03-2020, 12:33
  • MD: "ბარსას" ხელმძღვანელობასა და ტერ შტეგენს შორის შეხვედრა გადაიდო

    Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ხელმძღვანელობასა და გუნდის მეკარეს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს შორის შეხვედრა, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა გამართულიყო, გაუქმდა.

    კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, "ბლაუგრანასა" და გერმანელ კარის დარაჯს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს სირთულეები ახლავს, რისი მიზეზიც კორონავირუსის პანდემიაა. მიუხედავად რთული მდგომარეობისა, "ბარსადან" ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ კლუბი 27 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულების 4-5 წლით გახანგრძლივებაში დარწმუნებულია.

    აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერ შტეგენი და "ბარსელონა", რომელმაც ფეხბურთელს წელიწადში 6.5 მილიონი ევრო შესთავაზა, ფინანსურ საკითხზე ვერ თანხმდებიან. მოგივანებით ცნობილი გახდა ისიც, რომ მიუნხენის "ბაიერნი" მანუელ ნოიერის შეცვლას სწორედ მისი თანამემამულით გეგმავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    ani-barca10 Culé [?]

    27 მარტი 2020 13:50

    რა 6 მილიონი მინიმუმ 10 უნდა ქონდეს :დ

    0
    --------------------
    38 წლის ფედერერმა ჯოკოვიჩი გაიფინა :დდდ https://m.youtube.com/watch?v=AlEShGJvIrg

    ბარსელონა რეალს იფენს მუდამ

    21 საუკუნე, პიკე 36 ტიტული > რეალი 22 ტიტული
    გასულია
    Wtf man ფანი [?]

    27 მარტი 2020 12:51

    ესაც ატრაკებს რა. 20 მილიონს მეკარეს რომელი გუნდი გადაუხდის. დააჭიროს ერთ ადგილს და აიღოს ეგ ფული

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge