რივალდო: ტერ შტეგენი ახალ კონტრაქტს იმსახურებს

  • 26-03-2020, 22:58
  • რივალდო: ტერ შტეგენი ახალ კონტრაქტს იმსახურებს

    "ბარსელონას" ბრაზილიელი ლეგენდა რივალდო მიიჩნევს, რომ კატალონიური კლუბის კარის დარაჯი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ფინანსურად გაუმჯობესებულ კონტრაქტს იმსახურებს.

    "ვიცი, რომ "ბარსელონა" ტერ შტეგენთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ვფიქრობ, ის უკეთესს ხელფასს იმსახურებს იმისათვის, რაც მან კლუბისთვის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გააკეთა.

    რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ფეხბურთელის მოთხოვნებზე. არც მე ვთვლი, რომ მან ხელფასის სახით იმდენივე უნდა მიიღოს, რამდენსაც სუარესი და მესი გამოიმუშავებენ, მაგრამ მარკი ნამდვილად უნდა იყოს გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე.

    ტერ შტეგენი კარში დამაჯერებლად გამოიყურება, რადგან გუნდი დაცვაზეა აგებული. მან იცის, როგორ ითამაშოს ფეხით და "ბარსა" უკვე ბევრჯერ გადაარჩინა. გერმანელი მეკარე აშკარად იმსახურებს გაუმჯობესებულ ანაზღაურებას." - ციტირებს რივალდოს სიტყვებს Goal.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    27 მარტი 2020 11:05

    "ტერ შტეგენი კარში დამაჯერებლად გამოიყურება, რადგან გუნდი დაცვაზეა აგებული. მან იცის, როგორ ითამაშოს ფეხით და "ბარსა" უკვე ბევრჯერ გადაარჩინა"
    მეც ძალიან მომწონს ჩვენი მეკარე, მაგრამ რომასთან ან ლივერპულთან აუცილებელი იყო იმდენის გაშვება რამდენიც მეტოქეს სჭირდებოდა? ან სეზონის ბოლო თამაშში ვალვერდეს პირველ სეზონში როცა რეკოდზე მივდიოდით წაუგებელი თამაშებით სეზონში, საჭირო იყო 4 ბურთის გაშვება ორი ძალიან საეჭვოსი? მეკარე კარგია მაგრამ ნუ ამტკიცებთ რო სასწაულია, ობლაკის თამაში გახსოვთ ლივერპულში? ორი გოლი უნდოდა ლივერპულს და დადო თავი კაცმა მოედანზე.

    1
    გასულია
    MESSI 2017 ფანი [?]

    27 მარტი 2020 02:43

    1000000%

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge