"ბარსელონას" ფეხბურთელები ხელფასის 30%-ით შემცირებას დასთანხმდნენ

  • 26-03-2020, 19:13
  • "ბარსელონას" ფეხბურთელები ხელფასის 30%-ით შემცირებას დასთანხმდნენ

    ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ფეხბურთელები ხელფასის შემცირებას დასთანხმდნენ, მაგრამ მხოლოდ 30%-ით.

    ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "ბრსელონამ", კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, ფეხბურთელებისთვის ხელფასების შემცირება გადაწყვიტა. მალევე, კლუბის პრეზიდენტი გუნდის კაპიტნებს ესაუბრა და მხარეები ხელფასების შემცირებაზე შეთანხმდნენ, მაგრამ არა კონკრეტულ რიცხვზე. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელთა ნაწილი კლუბის შეთავაზებას, ანუ ხელფასის 70%-ის დაქვითვას არ ეთანხმება.

    RAC1, ამ საკითხთან დაკავშირებით, ბოლო ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ცნობით, ფეხბურთელები მზად არიან, ხელფასის 30% დათმონ, მაგრამ არა მხოლოდ კრიზისის დროს, როგორც ამას "ბარსა" ითხოვს, არამედ მთელი სეზონის განმავლობაში.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge