"ბარსელონაში" კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა

"ბარსელონაში" კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა

"ბარსელონაში" კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

La Vanguardia-ს ცნობით, Covid-19 კლუბის სამედიცინო სერვისის ხელმძღვანელს, რამონ კანალსა და ხელბურთის ნაკრების ექიმს, ჟოსეპ ანტონი გუტიერესს დაუდასტურდათ.

ამჟამად, ორივე მათგანი საავადმყოფოში იმყოფება. მათ პირველი გუნდის წევრებთან, რომლებიც სახლებში უსაფრთხოდ იმყოფებიან, კონტაქტი არ აქვთ.

"ბარსაში" კორონავირუსის პანდემიის პირველი შემთხვევა კვირას დაფიქსირდა - ტესტმა დადებითი პასუხი კატალონიური გრანდის სკაუტის, ანდრე კურის შემთხვევაში აჩვენა. ვირუსის გამო მისი მეუღლეც კარანტინში იმყოფება.

კური სამხრეთ ამერიკის ბაზარზეა ორიენტირებული, ამიტომ ის ბრაზილიაში, კერძოდ კი სან პაულოში ცხოვრობს.

სხვაშა შორის, ანდრე ის ადამიანია, რომელიც "ბარსას" ნეიმარისა და არტურის ტრანსფერების შეთანხმებაში დაეხმარა.

დღეის მდგომარეობით, ესპანეთში კორონავირუსის 56 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, 4 089 ადამიანი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 მარტი 2020 17:46
    1
    თუ ეს გზა ჩვენც გვაქვს გასავლელი, აი მანდ გვაქვს დარხეული.
    BarcelonaFanTV
    სტუმარი [?]
    #1 26 მარტი 2020 17:29
    4
    ესპანეთში რა ხდება, ჩვენ ჯერ სად ვართ, იმედია გადავურჩებით ამ ვირუსს