რაფინიას ინგლისური და იტალიური გუნდები იწვევენ

  • 26-03-2020, 14:58
  • რაფინიას ინგლისური და იტალიური გუნდები იწვევენ

    "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის, რაფინია ალკანტარას დამატების სურვილს არაერთი გუნდი გამოთქვამს.

    კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის სამხრეთ ამერიკელს თვალი ინგლისურმა და იტალიურმა გუნდებმა დაადგეს. თუმცა, კონკრეტული კლუბები არ სახელდება.

    რაფინია, რომელიც "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია, ამჟამად "სელტაში" იჯარით თამაშობს. ბრაზილიელის ანგარიშზე, 18 თამაშში, 2 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.

    Sport-ის ცნობით, "ბარსას" ფეხბურთელის გაყიდვა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და მასში 16 მილიონი ევროს მიღებას ვარაუდობს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    M10 S9 D11 Culé [?]

    27 მარტი 2020 01:05

    20 მილიონი ნად გასაღდება ეს

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Pique_3 წევრი [?]

    26 მარტი 2020 15:22

    არც დემბელეს გაუკეთებია ამაზე მეტი ბარსაში,არც კოუტინიოს და ვერც გრიზმანი აკეთებს ჯერ-ჯერობით🤷‍♂️

    5

    პარტნიორები

    Flashscore.ge