მიხაელ ბალაკი: "ბარსელონაში" გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი

მიხაელ ბალაკი: "ბარსელონაში" გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი

"ლევერკუზენის", "ბაიერნისა" და "ჩელსის" ყოფილმა გერმანელმა ფეხბურთელმა, მიხაელ ბალაკმა განაცხადა, რომ "ბარსელონაში" ან "რეალში" გადასვლა შეეძლო.

"საიდუმლო არაა, რომ "რეალს" ჩემი ყიდვა სურდა. მაგ. 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე. რადგანაც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართებოდა, ვფიქრობდი, რა იქნებოდა უკეთესი. მადრიდის "რეალი" განსხვავებული კლუბია, მე მხოლოდ ჩემს გრძნობებს მივყვებოდი. იმ დროს, "ბაიერნი" საუკეთესო ვარიანტი იყო", - ციტირებს ბალაკის სიტყვებს Sky Sports.

"ბაიერნში" ბალაკმა ბუნდესლიგა სამჯერ მოიგო, თუმცა მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ვერ მიაღწია. 2004 წელს გერმანელმა გუნდის დატოვებაზე ფიქრი დაიწყო.

"არ მინდოდა გუნდში დარჩენა... "ბარსელონასგან" შემოთავაზება მქონდა და გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი. თითქმის ყველაფერი, გარდა სატრანსფერო ღირებულებისა, შევათანხმეთ. ექვსი თვის შემდეგ ვფიქრობდი, თუ როგორი იქნებოდა კატალონიაში ყოფნა, რადგან "ბარსელონას" შესანიშნავი გუნდი ჰყავდა", - აცხადებს ბალაკი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 28 მარტი 2020 12:10
    0
    ჩელსში ეს და შევჩენკო გაქრენ ვითომდა არც ყოფილან..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 მარტი 2020 01:37
    1
    გადასულიყავი მერე და ხომ მოიგებდი შენთვის სანატრელ ლიგას.