MD: ლაუტაროს დრო სჭირდება

  • 25-03-2020, 20:29
  • MD: ლაუტაროს დრო სჭირდება

    მილანის "ინტერის" არგენტინელ ფორვარდს, ლაუტარო მარტინესს საკუთარი მომავლის გადასაწყვეტად დრო სჭირდება.

    Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" ნომერ პირველ სამიზნეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა მას კატალონიური კლუბის თილისმის, ლეო მესის გვერდით თამაში ხიბლავს. მიუხედავად ამისა, ლაუტარო არ ჩქარობს, რადგან მისით კიდევ არაერთი გრანდი ინტერესდება.

    იტალიური პრესის ცნობით, "ნერაძური" მარტინესს შეჰპირდა, რომ სეზონის დასრულებისთანავე გაუმჯობესებულ კონტრაქტს გაუფორმებს. როგორც Mundo Deportivo იუწყება, "ინტერი" თვლის, რომ კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისის შემდეგ, ვერ გამოჩნდება ისეთი კლუბი, რომელიც მის გამოსასყიდ თანხას (111 მილიონ ევროს) გადაიხდის. ასე რომ, იტალიელები მის შენარჩუნებას კიდევ მინიმუმ ერთი წლით იმედოვნებენ.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    26 მარტი 2020 01:20

    ციტატა: Berlinetta♥
    ციტატა: M10 S9 D11
    მოაშორეთ აქედან ეს ვერნერი მოიყვანეთ ბლინ ვერნერი

    რა მოგწონს ვერნერში ? არცერთი თამაში მომეწონა მისი, და 9იანი საერთოდ არაა :დ

    აბა ვინაა? არც ეს ლაუტაროა ცხრიანი ვერნერს ამისგან გასხვავებით რეალიზაციის მაღალი მაჩვენებელი აქვს

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Berlinetta♥ Culé [?]

    26 მარტი 2020 00:17

    ციტატა: M10 S9 D11
    მოაშორეთ აქედან ეს ვერნერი მოიყვანეთ ბლინ ვერნერი

    რა მოგწონს ვერნერში ? არცერთი თამაში მომეწონა მისი, და 9იანი საერთოდ არაა :დ

    1
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    25 მარტი 2020 23:24

    მოაშორეთ აქედან ეს ვერნერი მოიყვანეთ ბლინ ვერნერი

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge