ძმები ალკანტარები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას შეუერთდნენ

  • 25-03-2020, 20:25
  • ძმები ალკანტარები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას შეუერთდნენ

    ტიაგო და რაფინია აკლანტარები კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველ წამოწყებაში ჩაერთვნენ.

    ძმები დაეხმარებიან პროგრამას, "უპასუხე კორონავირუსს", რომელიც ბარსელონაში არსებულმა ჰოსპიტალმა წამოიწყო.

    "ჩვენი ქველმოქმედება კორონავირუსის შესწავლასა და ავადმყოფების მოსავლელი ინვენტარის შეძენას მოხმარდება." - ციტირებს ტიაგოს სიტყვებს Mundo Deportivo.

    გარდა ამისა, ალკანტარები UNICEF-თანაც თანამშრომლობენ და აპირებენ, Youtube-ს პლათფორმის გამოყენებით, პედაგოგიური სისტემა შექმნან.

    "ბავშვები სხვადასხვა იდეებსა და თამაშებს მოგვაწვდიან, თუ როგორ უმკლავდებიან კარანტინის პერიოდს." - ამბობს ტიაგო.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    25 მარტი 2020 21:40

    აკლანტარები?

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge