ედერ სარაბია: იზოლაცია მართმევს ყველაფერს, რაც მაბედნიერებს

  • 25-03-2020, 20:21
  • ედერ სარაბია: იზოლაცია მართმევს ყველაფერს, რაც მაბედნიერებს

    კიკე სეტიენის ასისტენტ ედერ სარაბიასთვის იზოლაცია მძიმეა, თუმცა ცდილობს განვითარებულ მოვლენებს პოზიტიურად შეხედოს.

    "საზოგადოებისთვის კარგი ისაა, რომ კორონავირუსმა მხოლოდ გეგმები შეცვალა, ახლა სახლიდან გასვლა მხოლოდ ნაგვის გადაყრისას, მაღაზიაში წასვლისას ან ძაღლის გასეირნებისას შეგიძლია.

    ჩემს შემთხვევაში არ მაქვს საშუალება ვისეირნო ველოსიპედით, ვიყო ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად და ყველაზე მთავარი, შევასრულო ჩემი სამსახურებრივი მოვალეობა. არ შემიძლია იმის კეთება, რაც სიამოვნებას მანიჭებს. თუმცა, ვცდილობ, ამ ყველაფერს იუმორით ვებრძოლო და პოზიტიური დამოკიდებულება შევინარჩუნო.

    ახლა დრო ისეთი რაღაცებისთვის მაქვს, რაც ადრე ჩემს განრიგში საერთოდ არ შედიოდა." - ციტირებს სარაბიას სიტყვებს Marca.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge