ბრეითუეიტის ლოდინი გრძელდება...

  • 25-03-2020, 20:13
  • ბრეითუეიტის ლოდინი გრძელდება...

    მარტინ ბრეითუეიტი თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევდა, როდესაც შანსი მიეცა "ლეგანიესიდან" დემბელეს შემცვლელად "ბარსელონაში" გადმოსულიყო. თუმცა საფეხბურთო პაუზის პირობებში მისი მდგომარეობა შეიცვალა.

    დანიელი იმედოვნებდა, რომ დემბელესა და სუარესის არყოფნაში გუნდის მუდმივი წევრი იქნებოდა სეზონის ბოლომდე. სადებიუტო თამაშშივე "ეიბარის" წინააღმდეგ მან ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, "სოსიედადთან" კი ძირითად შემადგენლობაში იყო. კორონავირუსმა კი ბრეითუეიტის გეგმები შეცვალა.

    Marca-ს აზრით, შესაძლებელია, სეზონის ბოლომდე სუარესი დაბრუნდეს, რაც დანიელის სათამაშო დროის შემცირებას გამოიწვევს.

    ბრეითუეიტი საცხოვრებლად მადრიდში გადავიდა, რადგან მისი სასტუმრო ბარსელონაში დაიკეტა. ახლა ის სახლში ვარჯიშობს და სეტიენის მითითებებს ასრულებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    25 მარტი 2020 23:22

    მშვენიერი იგროკიია არავითარ შემთხვევაში არ უნდა ფავუშვათ

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge