Sport: გრიზმანი ორი კლუბის რადარზე გამოჩნდა

  • 25-03-2020, 16:30
  • Sport: გრიზმანი ორი კლუბის რადარზე გამოჩნდა

    გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ შესაძლოა, "ბარსელონამ" ანტუან გრიზმანი გაყიდოს, ბევრი ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია.

    Sport-ის ინფორმაციით, ფრანგი ვარსკვლავი ორი კლუბის - "მანჩესტერ იუნაიტედისა" და პსჟ-ს - რადარზე გამოჩნდა.

    წყაროს ცნობით, ზემოთაღნიშნული გუნდები მოლაპარაკებებს უკვე ამზადებენ და გრიზმანისთვის ბრძოლაში ფავორიტებიც იქნებიან. მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონ ევროს შეადგენს.

    კატალონიელებმა 29 წლის თავდამსხმელი 2019 წლის ზაფხულში 120 მილიონ ევროდ "ატლეტიკოდან" შეიძინეს. ამ სეზონში გრიზმანმა "ბარსელონას" მაისურით (ლა ლიგის ეგიდით), 26 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    25 მარტი 2020 18:46

    სისულელელა არსად არ წავა გრიზმანი

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Andres_Iniesta Culé [?]

    25 მარტი 2020 18:22

    ციტატა: frenkie dejong21
    დემბელე სამი წელია აქ არის და არაფერი გაუკეთებია სულ ლაზარეთშია და ამას არ ეკუთვის კიდე ერთი შანსი? მითუმეტეს ატლეტიკოდან გადმოვიდა და არაა ადვილი ასე უცებ გახსნა
    პირველივე სეზონში მისგან სასწაულებს ითხოვენ ნეტა მისნაირი მშრომელი და მონდომებული ბევრი იყოს ბარსაში


    +
    მაგასბრო თავი დაანებო რამხელა შავ სამუშაოს ასრულებს.



    ესპანეთმა გარდაცვლილების რიცხვით ჩინეთს გადაასწრო :(

    2
    გასულია
    frenkie dejong21 გულშემატკივარი [?]

    25 მარტი 2020 17:58

    დემბელე სამი წელია აქ არის და არაფერი გაუკეთებია სულ ლაზარეთშია და ამას არ ეკუთვის კიდე ერთი შანსი? მითუმეტეს ატლეტიკოდან გადმოვიდა და არაა ადვილი ასე უცებ გახსნა
    პირველივე სეზონში მისგან სასწაულებს ითხოვენ ნეტა მისნაირი მშრომელი და მონდომებული ბევრი იყოს ბარსაში

    3
    გასულია
    QIROESTA ფანი [?]

    25 მარტი 2020 17:51

    ხელუხლებელია

    1
    გასულია
    Guro წევრი [?]

    25 მარტი 2020 17:42

    ვერნერია მოსაყვანი.გრიზმანი და დემბელე გასაშვები.ნეიმარი უნდა გადმოვიბიროთ.საბოლოოდ მესი ვერნერი ნეიმარი იქნება ძირითადი ტრიო და ტრინკაო სუარესი ბრეიტვეიტი სათადარიგო.ამას დამატებული კოლიადო და ანსუ ფატი ვფიქრობ იდეალური იქნება.ძაან მიყვარს გრიზმანი მაგრამ მესის ადგილზე უნდა იყოს თუ გვინდა რო მისი ფეხბურთი ითამაშოს ეგ ადგილი კი დაკავებულია.

    1
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთ ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გასულია
    BOMBORA..NEYMAR JR..MSN..ANSU FATI ფანი [?]

    25 მარტი 2020 16:56

    ეს ნეიმარში წავა ამაზე ბარსამ რო იყიდა მაშინ დაიწერა ნეიმარის ტრანსფერში ჩასართავად უნდათო მაშინ არავინ დაიჯერა მარა ა აგერაა ისევ დემბელეც თუ გაყიდეს და აასხმევინეს კოუტს დაიტოვებენ ...ნეი-ლაუტარო/ვერნერი-მესი და ზამენა ფატი-სუარესი-ტრინკაო
    ისედა 28ისაა ნეიო უსრულდებაო და აგერ გრიზი 29 ის არაა 105 მილიონად?

    აასხმევინეთ დემბელე რაკეტა და სავარაუდოდ გრიზი უმტოც

    ძაანაც კაი ტრინკაო და ბრაზილიელი ნახევარმცველი ხო ვიყიდეთ ხოდა
    ნემო
    ვერნერი/ლაუტარო
    კუკურელია/ალაბა
    უპამეკანო /ტოდიბო
    თუ შტეგოც /ობლაკი

    შტეგენი/ობლაკი ნეტო
    სემედო.რობერტო.პიკე.ტოდიბო.ლანგლე უპამეკანო.ალბა ალაბა.
    დეიონგი ბუსი.არტური პუჩი.კოუტინიო მ ფერნანდესი ვიდალი.
    ნეი ფატი ბრაიტვაიტი ლაუტარო/ვერნერი სუა მესი ტრინკაო
    ესეც 23 ფეხბურთელი
    დაგვიდგეს ნებისმიერი მერე

    1
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე❤️ ჩემი ოქროს ბიჭუნა ბარსას მომავალი❤️❤️❤️❤️❤️⚽⚽⚽⚽🏆
    ❤️Take us back at home Our crazy neymar-jr❤️
    ⚽ MSN⚽ MSN ⚽ MSN ⚽ MSN ⚽ MSN ⚽
    გასულია
    Messiah ფანი [?]

    25 მარტი 2020 16:37

    მანჩესტერ იუნაიტედს შეთავაზეთ გადაიხდის ოხრად

    3
    --------------------
    Leo Messi - The GOD of football!

    We 61D it!

    ForçaBarça

    პარტნიორები

    Flashscore.ge