Forbes: "ბარსელონა" მეორეა

  • 24-03-2020, 22:56
  • Forbes: "ბარსელონა" მეორეა

    ავტორიტეტულმა გამოცემა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც "ბარსელონამ" მე-2 ადგილი დაიკავა.

    Forbes-ის ცნობით, "ბლაუგრანას" ღირებულებამ 4,021 მილიონი დოლარი შეადგინა. კატალონიურ გუნდზე წინ რეიტინგში მხოლოდ მადრიდის "რეალი" იმყოფება, სიის პირველ 3-ეულში კი ბოლო ადგილს "მანჩესტერ იუნაიტედი" იკავებს.

    მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბების პირველი 10-ეული ასე გამოიყურება:

    1. "რეალი" - 4,239 მილიონი დოლარი
    2. "ბარსელონა" - 4,021 მილიონი
    3. "მანჩესტერი" - 3,808 მილიონი
    4. "ბაიერნი" - 3,024 მილიონი
    5. "სიტი" - 2,688 მილიონი
    6. "ჩელსი" - 2,576 მილიონი
    7. "არსენალი" - 2,268 მილიონი
    8. "ლივერპული" - 2,183 მილიონი
    9. "ტოტენჰემი" - 1,624 მილიონი
    10. "იუვენტუსი" - 1,512 მილიონი

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    25 მარტი 2020 13:20

    ადმინ იქნებ 4,021 მილიარდი??? ("ბარსელონა" - 4,021 მილიონი.)
    მე მგონი გადმოწერისას, საიდანღაც მძიმე მოიგონეთ. რომელსაც აქ საქმე არა აქვს.

    0
    გასულია
    me da barca Culé [?]

    25 მარტი 2020 00:53

    ათიდან 6 გუნდი ინგლისურია.

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge