გენიოსი მოთამაშე და ოსტატი მწვრთნელი - 4 წელი იოჰან კრუიფის გარდაცვალებიდან

გენიოსი მოთამაშე და ოსტატი მწვრთნელი - 4 წელი იოჰან კრუიფის გარდაცვალებიდან

24 მარტი მსოფლიო ფეხბურთისთვის ძალიან სევდიანი დღეა. იოჰან კრუიფი, ადამიანი, რომელმაც "ბარსელონა" მწვერვალზე აიყვანა, სიმსივნესთან ბრძოლაში 2016 წლის 24 მარტს დამარცხდა.

"ბარსელონას" ოფიციალური Twitter-ის გვერდი ამ ფაქტს შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა: "გენიოსი მოთამაშე და ოსტატი მწვრთნელი.

დღეს 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დაგვტოვე, იოჰან."

"მფრინავმა ჰოლანდიელმა" კატალონიური კლუბის ისტორიაში დიდი როლი ითამაშა. "ბლაუგრანას" რიგებში მან ხუთი წელი - 1973-დან 1978-მდე - გაატარა. ამ დროის განმავლობაში იოჰანმა 139 ჩატარებულ მატჩში 47 გოლი გაიტანა.

დიდი იოჰანი "ბარსელონაში" მწვრთნელის რანგში 1988 წელს დაბრუნდა და ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად აქცია.

კრუიფმა 3-4-3 ტაქტიკა შექმნა. მისი ყოფილი შეგირდი, ეუსებიო საკრისტანი იხსენებს: "მან აიღო დაფა და დახაზა სამი მცველი, ოთხი ნახევარმცველი, ორი გარემარბი და ერთი ცენტრფორვარდი".

იოჰანის ხელმძღვანელობითა და რონალდ კუმანის ზუსტი გასროლით, 1992 წელს, "ბარსელონამ" პირველად მოახერხა ჩემპიონთა ლიგის (ჩემპიონთა თასის) მოგება.

გარსა ამისა, კრუიფმა რევოლუცია "ლა მასიაშიც" მოაწყო. მის გარეშე შესაძლოა, ლეო მესი კატალონიურ კლუბში ვერ მოხვედრილიყო. "მფრინავმა ჰოლანდიელმა" პეპ გვარდიოლა, კარლეს პუიოლი, ჩავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა აღმოაჩინა.

იოჰანის საფეხბურთო ფილოსოფიის მიმდევრები, ჯერ კიდევ, "ბარსელონა" და "აიაქსი" არიან. კატალონიელთა ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა განაცხადა, რომ მისი ხედვა ლეგენდარული ჰოლანდიელის იდეებს ემყარება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 24 მარტი 2020 22:14
    2
    მადლობა, იოჰან <3
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #4 24 მარტი 2020 22:03
    2
    გენიოსი კრუიფი, ნამდვილი "ძერსკი".
    გულშემატკივარი [?]
    #3 24 მარტი 2020 21:20
    4
    ბარსელონა რასაც წარმოადგენდა და წარმოადგენს ასევე აიაქსი ამ კაცის დამსახურებაა, უდიდესი ხარ იოჰან ❤️
    რედაქტორი [?]
    #2 24 მარტი 2020 19:47
    6
    3-4-3-ით გავანადგურეთ პსჟ!

    იოჰან, გვაკლიხარ...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 მარტი 2020 19:33
    5
    ნეტა ცოცხალი იყოს 😢😢
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued