"ბარსელონა" პსჟ-ს ტალანტისთვის იბრძოლებს
ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ედუარდ მიშუმ, ევროპის წამყვანი კლუბების, მათ შორის "ბარსელონას" ყურადღება მიიქცია. ამ ინფორმაცია Calciomercato ავრცელებს.
იტალიური წყაროს ცნობით, 17 წლის ტალანტისთვის, რომელსაც საფრანგეთში "ახალ მარკო ვერატის" უწოდებენ, "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი" და "იუვენტუსი" იბრძოლებენ. პერსპექტიული ნახევარმცველის შეძენის სურვილს გამოთქვამს "ვალენსიაც".
ედუარდ მიშუს დებიუტი პსჟ-ს პირველ გუნდში ჯერ არ შემდგარა. ფრანგ ამომავალ ვარსკვლავს პარიზულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]