რატომ არ გადავიდა კარლოს ველა "ბარსელონაში"?

რატომ არ გადავიდა კარლოს ველა "ბარსელონაში"?

ესპანელმა სპეციალისტმა, ეუსებიო საკრისტანმა, იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელთა გამოც "ლოს ანჯელესის" მექსიკელი შემტევის, კარლოს ველას "ბარსელონაში" ტრანსფერი არ შედგა.

საკრისტანმა, რომელიც ველასთან ერთად "სოსიედადში" მუშაობდა, AS-თან ინტერვიუში განაცხადა: "ვფიქრობ, კარლოსი არ დათანხმდებოდა შეთავაზებას, რადგან ის "ლოს ანჯელესში" ძალიან ბედნიერია. ველას მხოლოდ იმ ჩემპიონატსა და გუნდში თამაში სურს, სადაც ის ბედნიერია. კარლოსს, ჯერჯერობით, გოლების გატანა და ასისტების გაკეთება სიამოვნებას ანიჭებს... მას ამერიკის ჩემპიონატის მოგება უნდა."

კარლოს ველა ამერიკულ "ლოს ანჯელესში" 2018 წლის იანვრიდან ირიცხება. გავრცელებული ცნობებით, 31 წლის ფეხბურთელი "ბლაუგრანაში" გადასვლასთან 2-ჯერ, 2019 და 2020 წლებში, ახლოს იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 მარტი 2020 22:47
    1
    ასეთების მოყვანა მაშინაა მიზანშეწონილი როცა ახალგაზრდა ვარსკვლავი გყავს გუნდში და მოგყავს გამოცდილი მოთამაშე რომელსაც სკამზე დაჯდომის პრობლემა არ ექნება.ამ ჩემისებს კიდე 33წლის სუარესის შემცვლელად 31წლის ობამეიანგი მოყავთ.ლაუტარო ვერნერი ჰალანდი ამ სამიდან ერთ-ერთი გვჭირდება უეჭველი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 მარტი 2020 19:54
    4
    არ გადმოვიდოდა კი არა თვითონ ჩაუნამიოკა ბარსას.