რას გულისხმობს მე-17 მუხლი და როგორ დაეხმარება ეს "ბარსას" ნეიმარის დაბრუნებაში

  • 23-03-2020, 21:53
  • რას გულისხმობს მე-17 მუხლი და როგორ დაეხმარება ეს "ბარსას" ნეიმარის დაბრუნებაში

    ESPN-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" არ აპირებს უკან დაიხიოს ნეიმარისთვის ბრძოლაში და ეცდება ბრაზილიელის ტრანსფერი ბოლომდე მიიყვანოს. კატალონიელები ამას ერთხელ უკვე ეცადნენ 2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს.

    ესპანური Sport-ის ცნობით კი, ნეიმარი თანახმაა "ბარსელონაში" დაბრუნდეს, აიძულოს პსჟ-ს ხელმძღვანელობა მის გაშვებას დათანხმდეს. ნეიმარს ამ მიზნის მისაღწევად ერთი ბერკეტი აქვს და ეს არის ფიფას დოკუმენტი - რეგულაციები ფეხბურთელების სტატუსისა და ტრანსფერების შესახებ.

    ფიფას ამ დოკუმენტის მე-17 მუხლის თანახმად, ფეხბურთელს შეუძლია კონტრაქტი საპატიო მიზეზის გარეშე გაწყვიტოს, თუკი მოთამაშესა და კლუბს შორის კონტრაქტის გაფორმებიდან გასულია 3 წელი.

    ენდი ვებსტერი იყო პირველი ფეხბურთელი, რომელმაც აღნიშნული მუხლი გამოიყენა, გაწყვიტა კონტრაქტი "ჰართსთან" და "ვიგან ატლეტიკში" გადავიდა.

    მიმდინარე სეზონის ბოლოს, 2020 წლის 3 აგვისტოს ზუსტად 3 წელი იქნება გასული მას შემდეგ, რაც ნეიმარმა "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი გააფორმა. ბრაზილიელს კი ამ მუხლის სათავისოდ გამოყენებაც შეეძლება. თუმცა არსებობს გარკვეული რისკფაქტორებიც. მაგალითად, კომპენსაციის გადახდა კლუბისთვის. ვებსტერის შემთხვევაში ფიფას სპორტულმა საარბიტრაჟომ იგი 150 000 ფუნტ-სტერლინგით დააჯარიმა. ეს სწორედ ის თანხა იყო, რომელსაც ვებსტერი "ჰართისგან" მიიღებდა, თუ "ვიგანში" არ წავიდოდა.

    ნეიმარის შემთხვევაში კი კომპენსაცია, შეიძლება, 170 მილიონი ევრო იყოს, რადგან ბრაზილიელი წლის განმავლობაში 36 მილიონ ევროს გამოუმუშავებს, ხოლო პსჟ-მ მის შეძენაში რეკორდული თანხა - 222 მილიონი ევრო გადაიხადა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    BOMBORA..NEYMAR JR..MSN..ANSU FATI ფანი [?]

    24 მარტი 2020 09:09

    ციტატა: M10 S9 D11
    მოაშორეთ აქედან ეს კლოუნი მოაშორეთ

    ესეთი კლოუნი ბევრი გყავდეს
    ეს კლოუნია და დემბელე მომავალი მიტომაცაა ბარსა ამ დღეში

    0
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე❤️ ჩემი ოქროს ბიჭუნა ბარსას მომავალი❤️❤️❤️❤️❤️⚽⚽⚽⚽🏆
    ❤️Take us back at home Our crazy neymar-jr❤️
    ⚽ MSN⚽ MSN ⚽ MSN ⚽ MSN ⚽ MSN ⚽
    გასულია
    katalomia გულშემატკივარი [?]

    24 მარტი 2020 04:07

    marusa barcelona, shegidzlia gamarkvio rogor gamotvale ro 170 milioni iyos kompesacia? Ras nishnavs is ro: რადგან ბრაზილიელი წლის განმავლობაში 36 მილიონ ევროს გამოუმუშავებს, ხოლო პსჟ-მ მის შეძენაში რეკორდული თანხა - 222 მილიონი ევრო გადაიხადა.??? Ra logikit mixvedi 170 milionamde?

    An es ras nishnavs: ვებსტერის შემთხვევაში ფიფას სპორტულმა საარბიტრაჟომ იგი 150 000 ფუნტ-სტერლინგით დააჯარიმა. ეს სწორედ ის თანხა იყო, რომელსაც ვებსტერი "ჰართისგან" მიიღებდა, თუ "ვიგანში" არ წავიდოდა???? Rato miighebda? Xelpasis saxit kontraqtshi gawerili pirobebis gatvaliswinebit? Rogori naweria an logika rashia gagvarkvie tu chventvis debt am statiebs. 100 giji ertad ver amoxsnis iseti ram weria mtlianobashi.

    0
    გასულია
    lukicha-barca Culé [?]

    24 მარტი 2020 03:01

    ციტატა: M10 S9 D11
    მოაშორეთ აქედან ეს კლოუნი მოაშორეთ

    eseti klounebi gyavdes ar ginda? topia topi nemo. ramdenjer utrevia barca mesis rom ar wasvlia. prosto ra sisulele gaaketa am debilma chaijva oqros woebshi

    0
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    23 მარტი 2020 23:20

    მოაშორეთ აქედან ეს კლოუნი მოაშორეთ

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    BOMBORA..NEYMAR JR..MSN..ANSU FATI ფანი [?]

    23 მარტი 2020 22:49

    პერფექტო ნემო

    0
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე❤️ ჩემი ოქროს ბიჭუნა ბარსას მომავალი❤️❤️❤️❤️❤️⚽⚽⚽⚽🏆
    ❤️Take us back at home Our crazy neymar-jr❤️
    ⚽ MSN⚽ MSN ⚽ MSN ⚽ MSN ⚽ MSN ⚽
    გასულია
    uncrowned king წევრი [?]

    23 მარტი 2020 22:39

    ციტატა: Wtf man
    კაროჩე გრიზმანი და 60-70 შესთავაზონ იქნებ დათანმხდეს ხალიფა. მერე ლაუტაროც მოიყვანონ და ეგაა მეტი არავინ გვინდა თუ ერთ ნახევრამრცველსაც ითრევენ მთლად კაი. განათხოვრებულებიდან კუკურელია და ტოდიბო დააბრუნონ ფირპო რაკეტა გაყიდონ. თუ ნახ მცველსაც მოიყვანენ მაშინ ვიდალიც გაყიდონ და ალენია დააბრუნონ. ესეთი ნახ დაცვა გვეყოლება. არტური დეიონგი ბეეკი სკამი ბუსი პუჩი ალენია

    გრიზმანს ცალფეხა ნეიმარი ჯობია და ხალიფა ეგეთი შტერი არამგონია იყოს გასათვალისწინებელია ბარსელონასთან დაძაბული ურთიერთობა დარწმუნებულივარ ნეიმარმა რომ ტრაკის თამაში დაიწყოს ხალიფასთან ან იმას გაუკეთებენ რაც რაბიოს დამართეს ანარადა ბარსას გარდა ნევისმიერი გუნდის წინადადებას მოისმენს და ეს ყველაფერი ბარსას დაუნი ხელმძღვანელობის ბრალია ყველა გუნდის შეფობასთან ურთიერთობა გაფუჭებული აქვს ბარსას შეფობას

    1
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    23 მარტი 2020 22:38

    ვეღარ გავიგე, პსჟ-მ გადაწყვიტა გაუშვას ნეიმარიო ხო დაიწერა? ისიც ხო დაიწერა 150-ს მოითხოვენო. რა პრობლემაა, მოიყვანონ ნეიმარი და ცენტრალური მცველი, დანარჩენს მოევლება. სუარესი ერთი წელი გაქაჩავს, დემბელეც ალბათ ადგება როდისმე ლოგინიდან, ბრაუტვეიტი გვყავს, ფატიც რაღაცას მოახერხებს და ეს ლაუტარო მოიყვანონ მომავალ წელს ბოლო ბოლო. ოღონდ როგორმე გააგებინონ რო მომავალ წელს აუცილებლად მოიყვანენ და კონტრაქტი არ გააგრძელოს. ნუ რავიცი მილიონი ვარიანტია, ბართომეუსაც მილიონი მოადგილე ყავს და დაფიქრდნენ რაღაცაზე, ფულს რაში იღებენ ეს დალოცვილები, თუ დაწყევლილები.

    2
    გასულია
    Wtf man ფანი [?]

    23 მარტი 2020 22:18

    კაროჩე გრიზმანი და 60-70 შესთავაზონ იქნებ დათანმხდეს ხალიფა. მერე ლაუტაროც მოიყვანონ და ეგაა მეტი არავინ გვინდა თუ ერთ ნახევრამრცველსაც ითრევენ მთლად კაი. განათხოვრებულებიდან კუკურელია და ტოდიბო დააბრუნონ ფირპო რაკეტა გაყიდონ. თუ ნახ მცველსაც მოიყვანენ მაშინ ვიდალიც გაყიდონ და ალენია დააბრუნონ. ესეთი ნახ დაცვა გვეყოლება. არტური დეიონგი ბეეკი სკამი ბუსი პუჩი ალენია

    0
    გასულია
    Don_Andresito [?]

    23 მარტი 2020 22:16

    ფიფა ბაარსას საწინააღმდეგოდ მიიღებს ყველანაირ გადაწყვეტილებას, სატრანსფერო ბანი გაიხსენეთ, კიდე უამარი ქმედება ბარსას საწინააღმდეგოდ, რცოა რეალს იგივე ბანი მოუხსნეს და მაგათი კორუმპირებული მეთაურები ჯიბეში ყავს პერესს და უკვე ხელაიფსაც. 2 კაპიკს შესთავაზებს ხელაიფი და ფიფა ნეიმარის ღირებულებას დაადგენს 222 მილიონის სახით, ამ რაც შეიზლება მაღალ თანხას რო ბარსა ვერ გაწვდეს. სამაგიეროდ ხელაიფისგან წილს მიიღებენ ტრანსფერიდან ან რამე ეგეთს. ფიფა არის ყველაზე ბინძური და დანაშაულებრივი ორგანიზაცია, ფეხბურთის შავი ლაქა. და ჩმორთუმეუ მაგათთანაც ისეთივე მონაა როგორიც ყველასთან

    4

    პარტნიორები

    Flashscore.ge