ალექსანდრ გლები მესისა და რონალდუს ბელარუსში ეპატიჟება

  • 23-03-2020, 14:19
  • ალექსანდრ გლები მესისა და რონალდუს ბელარუსში ეპატიჟება

    კორონავირუსის გამო ევროპის ტოპ ლიგები დროებით შეჩერებულია, თუმცა ფუნქციონირებას ბელარუსის სუპერ ლიგა აგრძელებს. იმის ფონზე, რომ სახელმწიფოში ხალხს ერთმანეთისაგან დისტანციის დაცვას მოუწოდებენ, გასულ კვირას მატჩები გულშემატკივრებთან ერთად ჩატარდა.

    აღნიშნულ ფაქტს ყოფილი ფეხბურთელი, ალექსანდერ გლები ეხმაურება და ჩემპიონატის გაგრძელების იდეას იწონებს. თანაც, მსოფლიოს ორ ვარსკვლავს ეპატიჟება.

    "ბელარუსის ლიგას ყველა უყურებს. როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში NHL-ის მატჩები გადაიდო, ჰოკეის მოთამაშეები რუსეთში გადავიდნენ. ბელარუსის ლიგას ყველა უყურებს. ალბათ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს კარიერა აქ უნდა გაეგრძელებინათ.

    ბელარუსი ევროპაში ერთადერთი ადგილია, სადაც ფეხბურთის თამაში შესაძლებელია. სულ მცირე, ამით ხალხი ბედნიერია. მოსახლეობა მიწაზე მუშაობას აგრძელებს და ვირუსზე არავინ საუბრობს," - ციტირებს გლების სიტყვებს Mundo Deportivo.

    ამ დროისათვის, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 51 შემთხვევაა დაფიქსირებული.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Magician Culé [?]

    23 მარტი 2020 18:06

    ბელარუსის ლიგას ყველა უყურებს? ეს სადმე პარალელურ სამყაროში ცხოვრობს? :დ

    1
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    საიტზეა
    me da barca Culé [?]

    23 მარტი 2020 17:45

    ვაი შენს პატრონს.

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge