სუარესის განსაკუთრებული უნარი

  • 23-03-2020, 12:09
  • სუარესის განსაკუთრებული უნარი

    ლუის სუარესი, ბევრის აზრით, ჩვენი დროის საუკეთესო ცხრიანია. ამასთანავე, ერთ კონკრეტულ კომპონენტში, ის ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელია.
    არავის მასზე კარგად არ შეუძლია გოლის გატანა, ბურთის მიწაზე დაუშვებლად. არ შეუძლია და არც შეეძლო.

    მასთან ყველაზე ახლოს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მარკო ვან ბასტენი დგას, რომელსაც ასევე უზადოდ შეეძლო რთული სიტუაციებიდან გოლის გატანა. მისი გატანილი სამი გოლი განსაკუთრებით გამოსარჩევია. – 1988 წელს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, რინატ დასაევის კარში. ეს გოლი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესოდ არის მიჩნეული.

    ასევე გაგვახსენდება მისი გოლები - ჩემპიონთა ლიგაზე, "გოტებორგის” კარში და ერედივიზიონში - "დენ ბოსხის” კარში.

    აი სუარესს მხოლოდ "ბარსელონას" მაისურით აქვს უამრავი გოლი გატანილი, როცა ბურთი მიწაზე დაუშვებლად მოათავსა მეტოქის კარში. პლუს, თუ გავიხსენებთ მის გოლებს "ლივერპულის", "აიაქსისა" და ურუგვაის ნაკრების მაისურით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ასპექტში ლუის სუარესი ყველა დროის საუკეთესო ფორვარდია.

    ვიდეოში გთავაზობს მის გოლებს, "ბარსელონას" რიგებში.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    23 მარტი 2020 18:33

    მევასება ამის ასეთი გასროლები

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Magician Culé [?]

    23 მარტი 2020 17:41

    ელ პისტოლერო ძალიან დიდი ხარ.

    2
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    გასულია
    FloweN წევრი [?]

    23 მარტი 2020 17:09

    სუა რო ბრაზილიელი, არგენტინელი ან რომელიმე ძლიერი ქვეყნიდან იყოს, ყველა დროის საუკეთესოობაზე გაიწევდა უეჭველად))) კიჭა ესთეტიკურად თამაშობდა ძაან, მაგრამ ლუისი უფრო სტაბილურია, არგენტინელი რო იყოს სუა, ლეო 14 ში მსოფლიოსაც დადებდა :/

    4
    საიტზეა
    Tsitsi მწერალი [?]

    23 მარტი 2020 15:57

    სუა ზედგამოჭრილი ფორვარდია ჩვენთვის...

    5
    გასულია
    basa7 ფანი [?]

    23 მარტი 2020 14:56

    მოკლედ სუას მსგავსი ფორვარდი კაი ხანი არ გვეღირსება აწი, როგორც მესის მსგავსი არ გვეღირსება და თუნდაც ნეიმარის მსგავსი მარცხნივ

    5
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    23 მარტი 2020 13:42

    ესე იგი, რონალდუს სულ ერთი გოლი აქვს მაკრატელათი, იუვესთან და დღესაც იმ გოლს იხსენებენ როცა მის სიძლიერეზე ლაპარაკობენ. ეგ კი არა მოდრიჩს რო მისცეს ოქროს ბურთი სრულიად "სარონალდუ" გაცოფებული იყო ესეთი ბურთი აქვს გატანილი და ოქროს ბურთს არ აძლევენო. ხო აზრზე ხართ, ზოგმა ისიც დაამატა იმიტომ არ მისცეს, რეალი რო დატოვა პერესი იყო გაბრაზებული და არ მიაცემინაო. ანუ ფაქტიურად აღიარეს რო პერესი უკეთებდა იმ ბურთებს. მარტო ამ მოკლე ვიდეოში რამდენი მაკრატელა აქვს გაკეთებული სუას და სულ ვინ იცის რამდენი გააკეთა. რონალდუ კი დღესაც იმ გოლით ამაყობს.

    7
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    23 მარტი 2020 13:36

    ეეჰ, სუა, ლიგის პლეიოფებში რა ჯანდაბა გჭირს???

    5
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    Adama traore წევრი [?]

    23 მარტი 2020 12:48

    მოდი ვაღიაროთ რო არის რა დღეს საუკეთესო კი ლევანდოვსკიც ძაან მაგარია მარა ეა ვაბშე სხვაა თემაა რა ჩემთვის პირველი ხარ სუაა

    17
    გასულია
    QIROESTA ფანი [?]

    23 მარტი 2020 12:42

    სეზონი რო განახლდება ეს ითამაშებს მოწყურებულიიიიი, დავიღალე ბრეიტვეიტებით

    7
    გასულია
    BEQA BARCA ფანი [?]

    23 მარტი 2020 12:36

    მე სწორედ ესეთი გოლები მომწონს.

    13

    პარტნიორები

    Flashscore.ge