ივან რაკიტიჩის ინტერვიუ

ივან რაკიტიჩის ინტერვიუ

კატალონიის "ბარსელონას" ოფიციალური არხის საშუალებით ხორვატმა ფეხბურთელმა, ივან რაკიტიჩმა გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა.

ხორვატიაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით: "ჩანს, რომ ბოლო წლებში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო. ახლა ყველას სახლში დარჩენა უწევს. ხალხი ნანგრევებისაგან თავის დასაცავად გარეთ ვერ გავა. გავიგე, რომ ორმა ქალმა ქუჩაში იმშობიარა. მსურს, ზაგრებში მცხოვრებლებს დავეხმარო".

ყოველდღიურ რუტინასთან დაკავშირებით: "ვისაც ბავშვები ჰყავს, მისთვის ვარჯიში რთულია. დილით 8 საათზე ვდგები, ვსაუზმობ, სოციალურ ქსელებს ვამოწმებ. ვცდილობთ, ოჯახში დადებითი ემოცია გავავრცელოთ. იღბლიანი ვარ, სახლში კარგი სავარჯიშო სივრცე მაქვს".

ფიზიოთერაპევტთან დაკავშირებით: "ანტონიოს ყოველ დღე ვეკონტაქტები და მითითებებს ვიღებ, თუ როდის რა გავაკეთო".

საკვებთან დაკავშირებით: "გვერდით მშვენიერი ქალი მყავს, რომელიც კარგი მზარეულია. როცა ჩვენი საუბარი დასრულდება, ბანანის ტორტის გაკეთებას ვაპირებთ."

კორონავირუსთან დაკავშირებით: "ჩემს შვილებს ავუხსენი, რომ არსებობენ არსებები, რომლებიც გარეთ გასვლას გვიკრძალავენ. პირველივე მცდელობაზე გაიგეს და პრობლემა არ ჰქონიათ."

რაკიტიჩმა საუბრის ბოლოს დაანონსა, რომ შემდეგ ჩართვაზე ქომაგების კითხვებს მარკ-ანდრე ტერ შტეგენი უპასუხებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 23 მარტი 2020 13:27
    2
    უდიდეს ადამიანი საღოლ რაკეტა