"ბარსელონაში" კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

"ბარსელონაში" კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსმა "ბარსელონაშიც" შეაღწია. ვირუსი, რომელიც მთელი მსოფლიოს თავსატკივრად იქცა, კატალონიელთა სკაუტს, ანდრე კურის დაუდასტურდა.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ანდრე კურის მხოლოდ სიცხე აქვს, რის გამოც ის მკურნალობას სახლში განაგრძობს და არა საავადმყოფოში. კურისთან ერთად, ვირუსი დაუდასტურდა მის მეუღლესაც.

ივარაუდება, რომ კური ბრაზილიის ქალაქ პორტუ ალეგრეში, ადგილობრივი კლუბის პრეზიდენტთან, მარსელო მედეიროსთან კონტაქტის დროს დაინფიცირდა.

ბრაზილიაში, სადაც ამჟამად ანდრე კური იმყოფება, კორონავირუსით დაავადების 1201 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 18 კი ლეტალურად დასრულდა.

ანდრე კური "ბარსელონას" სკაუტია სამხრეთ ამერიკაში. სწორედ მისი დამსახურებაა 2013 წელს ნეიმარის "სანტოსიდან" "ბარსელონაში" გადმოსვლა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 22 მარტი 2020 23:23
    2
    ციტატა: Don_Andresito
    ციტატა: me da barca
    დღეს ლეგანესს ვღებულობთ კამპ ნოუზე. 😞

    და 3-0 მოვუგეთ მესის ჰეთ თრიქით :D რეალმა წააგო და სხვაობა უკვე 5 ქულაა...

    😂 ამინ !!!
    [?]
    #2 22 მარტი 2020 21:34
    2
    ციტატა: me da barca
    დღეს ლეგანესს ვღებულობთ კამპ ნოუზე. 😞

    და 3-0 მოვუგეთ მესის ჰეთ თრიქით :D რეალმა წააგო და სხვაობა უკვე 5 ქულაა...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 მარტი 2020 19:32
    2
    დღეს ლეგანესს ვღებულობთ კამპ ნოუზე. 😞