ჟან-კლერ ტოდიბო "შალკეს" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ჟან-კლერ ტოდიბო "შალკეს" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

"ბარსელონადან" "შალკეში" განათხოვრებული ახალგაზრდა ფეხბურთელი ჟან-კლერ ტოდიბო გელზენკირხენელთა თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

20 წლის ფრანგი უკანახაზელი "შალკეში" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა. თებერვალში მან 4 თამაში ჩაატარა. აქედან "შალკემ" მხოლოდ ერთხელ მოიგო, მაგრამ ტოდიბომ მაინც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ჟან-კლერ ტოდიბო, თამაშში, საშუალოდ, ასეთ სტატისტიკას აჩვენებს:

  • 2 წარმატებული ვარდნა
  • 4.2 ბურთის მოგერიება
  • 0.8 დრიბლინგი
  • 0.2 key პასი
  • 39.2 ზუსტი პასი

თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გულშემატკივრებში ჩატარებულ გამოკითხვაში ტოდიბომ 36% მიიღო და მე-2 ადგილს 3%-ით აჯობა.

"შალკეს" უფლება აქვს, სეზონის ბოლოს, ტოდიბო 25 მილიონ ევროდ გამოისყიდოს, მაგრამ "ბარსელონას" შეუძლია ფეხბურთელი 50 მილიონად დაიბრუნოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 22 მარტი 2020 06:22
    1
    ციტატა: Adama traore
    Key პასი ამიხსენით რა რაა არის ? ეს უეჭველი უნდა დაბრუნდეს და უპამეკანო ვიყიდოთ

    ზუსტი დეფინიცია არ ვიცი მაგრამ ზოგადად გამამაწვავებელი პასია, უფრო სწორედ შეიხლება იყოს საგოლე პასი მაგრამ აი გოლი როვერ გავიდეს, ააცილა ან მეკარემ აუღო..პასი ხო მაინც გაკეთებულია. ყველაზე ახლოს მაინც ბოლო პასია რა..გამამწვავებელი.
    Adama traore
    სტუმარი [?]
    #2 22 მარტი 2020 00:56
    1
    Key პასი ამიხსენით რა რაა არის ? ეს უეჭველი უნდა დაბრუნდეს და უპამეკანო ვიყიდოთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 მარტი 2020 23:20
    3
    უნდა დავაბრუნოთ ეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued