"ბარსელონამ" რაკიტიჩს ფასი დაადო
უახლოეს ზაფხულში ივან რაკიტიჩის "ბარსელონადან" წასვლას გუნდის ბევრი გულშემატკივარი უკვე შეგუებულია. 32 წლის ნახევარმცველი "ბლაუგრანას" შეუცვლელ წევრად ნამდვილად აღარ ითვლება, რასაც ის ემატება, რომ მის კონტრაქტს ვადა 2021 წელს გასდის, ანუ ხორვატის გაყიდვა საჩქაროა.
Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონამ" გამოცდილ ფეხბურთელს ფასი დაადო. კატალონიელები მზად არიან რაკიტიჩს 20 მილიონ ევროდ შეელიონ.
გავრცელებული ინფორმაციით, რაკიტიჩის დაბრუნების სურვილს "სევილია" გამოთქვამს, რომელიც შეეცდება "ბარსელონას" მიერ დასახელებული ფასი შეამციროს.
ივან რაკიტიჩი "სევილიდან" "ბარსელონაში" 2014 წელს, 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოვიდა. კატალონიელთა მაისურით მან 299 თამაში ჩაატარა, 35 გოლი გაიტანა და 13 ტიტული მოიგო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]