"ბარსელონა" "შალკეს" ნახევარმცველს აკვირდება

"ბარსელონა" "შალკეს" ნახევარმცველს აკვირდება

"ბარსელონამ" თვალი "შალკეს" მაროკოელ შემტევ ნახევარმცველს, ამინ არიტს დაადგა. ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს.

ამინ არიტი "შალკეს" 2017 წელს ფრანგული "ნანტიდან" შეუერთდა. 22 წლის ფეხბურთელი გელზენკირხენთა რიგებში ძალიან კარგად გამოიყურება, რითიც მან "ბლაუგრანას" ყურადღების მიქცევა შეძლო.

წყაროს ცნობით, კატალონიელები ყურადღებით აკვირებიან მაროკოელ შუახაზელს, რომელიც სექტემბერში გერმანიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც კი აღიარეს.

არტიმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 24 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. Transfermarkt მოთამაშეს 25 მილიონ ევროს აფასებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 20 მარტი 2020 11:27
    1
    ეს მერამდენეა ვისაც ბარსა აკვირდება, ვინმემ დათვალა? სეზონის ბოლოს დაიწყებენ ესაო ისაო, პსჟ-მ ნაღდიო, ინტერს რაკიტიჩი კიდია-, ბაიერნს კოუტინიო 100 წელი არ აინტერესებსო, კუკურელიას 6 მილიონად ვყიდით და მის ადგილე 35 მილიონად ვყიდულობთ ვინმესო, მოკლედ დაკვირვებებში გადის დრო, სეზონის დასაწყისში კი იგივე სასტავი იგივე აავადმყოფებით. ეს აბიდალი მანახა რა ახლოდან.
    BarcelonaFanTV
    სტუმარი [?]
    #3 20 მარტი 2020 08:46
    3
    ეგენი ყველას აკვირდებიან ვინც ბურთზე ფეხის მირტყმა იცის მარა ბოლოს ვინც არ იცის მაინც ის მოჰყავთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 მარტი 2020 04:31
    3
    აუარი ფერნან ტორესი ან ჰავერცი ამ სამიდან ერთი უეჭველი უნდა მოვიყვანოთ შეეშვით რა ამ ჭე კლასის იგროკებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #1 20 მარტი 2020 04:00
    2
    მაქვს ნანახი ამის იგრები. ხან ძალიან კარგია ხან საერთოდ არ ჩანს. სწრაფი და ტექნიკური მარა პასი დიდი არაფერი