გადაიხდის "ბარსელონა" კაი ჰავერცში 100 მილიონზე მეტს?

  • 19-03-2020, 21:36
  • გადაიხდის "ბარსელონა" კაი ჰავერცში 100 მილიონზე მეტს?

    რამდენიმე დღის წინ Sport1-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" იმ კლუბებს შორის შედის, რომლებიც "ლევერკუზენის" ამომავალი ვარსკვლავით, კაი ჰავერცით ინტერესდებიან. თუმცა, 20 წლის გერმანელის კატალონიურ გუნდში ტრანსფერი, შესაძლოა, არ შედგეს, რისი მიზეზიც ფეხბურთელის მაღალი ფასია.

    გერმანული SportBild-ის ცნობით, ერთი-ერთი კლუბი, რომელიც ჰავერცის დამატების სურვილს გამოთქვამს, "ბაიერნია". მიუნხენელებს სჯერათ, რომ 20 წლის შემტევი ნახევარმცველის გერმანიაში დარჩენაში დარწმუნებას შეძლებენ. ამის მიზეზი მათი მოსაზრებაა. წყაროს ინფორმაციით, "რეკორდმაისტერებს" ეჭვი ეპარებათ, რომ "ბარსელონა" ან "ლივერპული" ფეხბურთელში "ლევერკუზენის" მიერ მოთხოვნილ 100 მილიონ ევროზე მეტს გადაიხდიან.

    ჰავერცი გასულ სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. მან 42 თამაში ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. გერმანელი ტალანტი, 34 მატჩში აქტივში ჩაწერილი 10 ბურთისა და 8 ასისტის წყალობით, წელსაც შესანიშნავია.

    კაი ჰავერცსს უკვე უთამაშია ბუნდესნაკრებშიც. მის ანგარიშზე 7 შეხვედრა და 1 გოლია.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    barcelonafanlasha გულშემატკივარი [?]

    20 მარტი 2020 02:03

    აუუ ეს უეჭველი მოსაყვანია ძააან კლასნია და აქედანვე ეტყობა რომ მაღალი დონის ფეხბურთელია უკვე წარმოვიდგინე ბარსას ნახევარდაცვა ჰავერცი არტური დე იონგი..რა თქმა უნდა ჰავერცი შემტევი ნახევარმცველია თუმცა ართმევებიც არ დაეწუნება

    2
    გასულია
    MESSI 2017 ფანი [?]

    20 მარტი 2020 01:24

    როგორცკოუტინიო ისე იქნება დიდი ალბათობით და არ ღირს მესის ადგილია პოზიციაა ამისთვის და ვერანაირათ

    2
    გასულია
    Adama traore წევრი [?]

    20 მარტი 2020 01:22

    კარგია მარა არ გვინდა თან 100 მილიონო ამათ გარეთ ხოარ აქვთ

    1
    გასულია
    Berlinetta♥ Culé [?]

    20 მარტი 2020 00:30

    იოზილის გამტანი ვარიანტია, ოღონდ ფიზიკურად ძლიერი .. ძალიან მომწონს, მაგრამ ჩვენს სქემაში მესის ადგილი უნდა ეკაოს და რა ვიცი ...

    3
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    გასულია
    frenkie dejong21 გულშემატკივარი [?]

    19 მარტი 2020 23:19

    ესენი ყვალს ყიდულობენ? სიტისავით არ დაგვემართოს ჩვენ

    0
    გასულია
    kortoxa23 Culé [?]

    19 მარტი 2020 22:40

    კოტინიო თუ არ დაიტოვა ბარსელონამ მაშინ ჰავერცისნაირი შემოქმედი დაგვჭირდება

    1
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    19 მარტი 2020 22:38

    ციტატა: kingarturo
    მსდ ერთი ინვალდი გვყავს დემბელეს სახით რომელიც სულ ლაზარეთშია და ახლა მეორე ინვალიდიც უნდა ვიყიდოთ სანეს სახით?

    ნეიმარი ხო რას ამბობ რკინა-ბეტონისაა მითხარი მაშინ ვინგერად ვინ მოიყვანონ ერთი ნერეში ვიცი მე დალშე?

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    საიტზეა
    me da barca Culé [?]

    19 მარტი 2020 22:11

    რა 27 წლის, 21 გახდება ივნისში.

    1
    გასულია
    dima359 წევრი [?]

    19 მარტი 2020 22:03

    ჯერ 27 წლის იყო და სტატიის ბოლოს ოცის გახდა, ტრავმა რომ არ მიეღო 30 წლის იქნებოდა :) :)

    5
    გასულია
    kingarturo ფანი [?]

    19 მარტი 2020 21:52

    მსდ ერთი ინვალდი გვყავს დემბელეს სახით რომელიც სულ ლაზარეთშია და ახლა მეორე ინვალიდიც უნდა ვიყიდოთ სანეს სახით?

    2
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    19 მარტი 2020 21:39

    100 მილიონი ბევრია არადა მაგარი ბიჭია

    აუარი ფერნან ტორესი ჰავერცი ამ სამიდან ერთ-ერთი უეჭველი უნდა დავითრიოთ

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge