აქ ყველას ადგილი არ არის

აქ ყველას ადგილი არ არის

"ბარსელონას" ცხელი სატრანსფერო ზაფხული ელის - ჟოზეპ მარია ბართომეუს ხელმძღვანელობის დროს ხმაურიანი ტრანსფერები არ გვიკვირს, მომდევნო თვეებისთვის კი დაანონსებული ლაუტარო მარტინესისა და ნეიმარის მოყვანაა. 

ბართომეუს პრეზიდენტის თანამდებობის შენარჩუნება, არც ისე დიდი ხნის წინ, კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა და მოსალოდნელია, რომ "ბლაუგრანას" ხელმძღვანელი,  გულშემატკივრების გულის მოსაგებად, ორივე ტრანსფერის წარმატებით დასრულებისთვის ყველაფერს იღონებს. 

ორივე სამიზნის მოსვლა იმას ნიშნავს, რომ გუნდში ძირითადი შემადგენლობისთვის მებრძოლი 8 თავდამსხმელი იქნება, მათგან სულ მცირე 4-ს კი სუპერვარსკვლავის სტატუსი აქვს. 

ლაუტაროსა და ნეიმარის ტრანსფერებისთვის ფულის მოგროვება პრობლემას სულ რომ არ წარმოადგენდეს, ამ ფეხბურთელებიდან ყველას შენარჩუნება მაინც წარმოუდგენელი იქნება. შესაძლოა, კლუბმა ისეთი ფეხბურთელ(ებ)იც გაყიდოს, რომლის სანაცვლოდაც კოლოსალური თანხაა გადახდილი. 

ვინ შეიძლება დატოვოს კლუბი ზაფხულში?

ლეო მესი - ხელშეუხებელი. 

ლუის სუარესი

მიუხედავად წინა სეზონის არასტაბილურობისა, სუარესი მაინც კლუბის ერთ-ერთი ლიდერია. 

ურუგვაელმა თავად განაცხადა, რომ მის კონტრაქტში ასეთი პუნქტია - თუ ის მომდევნო სეზონში თამაშების 60%-ზე მეტში მიიღებს მონაწილეობას, კიდევ ერთი წლით დარჩენა შეეძლება. 

სუარესს ახლა ტრავმა აქვს, მაგრამ, ტრავმის მიღებამდე მისი ფორმის გათვალისწინებით, ალბათ, ხელმძღვანელობამ მის გაყიდვაზე ჯერ არ უნდა იფიქროს, მიუხედავად იმისა, რომ ლუისი მომდევნო სეზონში 34 წლის იქნება. 

ანტუან გრიზმანი

"ბარსელონამ" მის ტრანსფერში 120 მილიონი ევრო დახარჯა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს: თუ ნეიმარი და ლაუტარო მოვლენ, ფრანგს, დიდი ალბათობით, სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ ექნება. 

გააგრძელებს თუ არა გრიზმანი "ბარსაში" თამაშს? ეს იმაზეა დამოკიდებული, თანახმა იქნება ის თუ არა, რომ სხვა შემტევებთან შედარებით გუნდისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურა იყოს და მოისურვებს თუ არა ამ პირობებში კატალონიური კლუბი მისთვის 17 მილიონი ევროს გადახდას წელიწადში. 

უსმან დემბელე

აქ ჩამოთვლილ ვარსკვლავებს შორის, "ბარსა" დემბელეს ყველაზე ადვილად შეელევა. მისი ზაფხულში გაშვება უკვე განიხილება, თუმცა პრობლემა მყიდველის პოვნაა: ძნელია, მოიძებნოს კლუბი, რომელიც იმასთან მიახლოებულ თანხას მაინც გადაიხდის, რამდენიც "ბარსელონას" ფრანგი შემტევის შეძენა დაუჯდა. 

უსმანი მუდმივად ტრავმირებულია და თითქმის წარმოუდგენელია, რომ ის "ბარსელონას" შემადგენლობაში ინტეგრირებას კიდევ ერთი შანსის მიცემის შემთხვევაშიც კი მოახერხებს. 

მარტინ ბრეითუეიტი

"ბარსელონამ" დანიელი სულ ახლახანს შეიძინა, მაგრამ ფეხბურთელების დამატებიდან რამდენიმე თვეში გაშვება ბართომეუსთვის უცხო არ არის. თანაც, ბრეითუეიტის ტრანსფერი დაგეგმილი არც ყოფილა და მხოლოდ სუარესისა და დემბელეს ტრავმების გამო შედგა. 

ასე რომ, გამორიცხული არაა, მარტინმა ზაფხულშივე დაგვტოვოს. იმ შემთხვევაში კი, თუ ის დარჩება, სათადარიგოთა სკამზე ხშირად ჯდომასთან მოუწევს შეგუება, ევროპის ჩემპიონატის წინ კი, ეს, ფეხბურთელს არ უნდა სურდეს. 

ანსუ ფატი

შეტევის ხაზის სამხრეთ ამერიკული დუეტით გაძლიერება, ალბათ, ყველაზე სახიფათო ანსუ ფატისთვის იქნება. 

"ბარსელონას" ამომავალ ვარსკვლავს სათამაშო დრო სჭირდება, მაგრამ მომდევნო სეზონში მისი მიღება ნამდვილად გაუჭირდება. ასეთ სიტუაციაში გამოსავალი ფეხბურთელის იჯარის წესით გაშვება უნდა იყოს, თუმცა, ძნელი სათქმელია, როგორ იმოქმედებს ეს ანსუზე, რომელიც ჯერ მხოლოდ 17 წლისაა.  

"ბარსას" გეგმებში ფატის გაყიდვა არ უნდა შედიოდეს, რადგან ესპანელ ფეხბურთელს აქვს პოტენციალი, ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელების კარიერის დასრულების შემდეგ გუნდის ლიდერი იყოს.  

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #10 20 მარტი 2020 03:31
    0
    Daniels ro sheegdo Kai passhi gaiyideboda
    Culé [?]
    #9 19 მარტი 2020 22:58
    1
    გრიზნანი არაა გასაყიდი , მე უფრო ასაკიანებს მოვიშორებდი გუნდიდან და დემბელეს ,ნეიმარის დაბრუნება დიდად არ მჯერა, ამიტონ ისევ სანეზე იჩალიჩონ, სანე ,მესი ,სუა და გრიზი ძალიან მაგარი იქნება , ცენტრში პოგბასაც თუ მოიყვანენ გაასწორებს მარა მაგას ისეთი აგენტი ყავს მაგის გამოც აღარ მინდა რო იჩალიჩონ, ნუ შეიძლება მაინც ცენტრის აწყობა ისეთი სასტავი გვყავს, დაცვაში გვჭირდება ორივე ფლანგზე სასტავი და ერთი ცენტრალური ))
    dima359
    სტუმარი [?]
    #8 19 მარტი 2020 22:18
    1
    ციტატა: frenkie dejong21
    ესეგი მე რო ბართოუმე ვიყო მოვიყვანდი აუარს, კულიბალს, იან კოუტოს, კუკურელიას დავაბრუნებდი და ნეიმარსაც

    კოუტო სიტიმ იყიდა უკვე. აუარსაც და კულიბალისაც 100 მილიონად აფასებენ, ნეიმარი მინიმუმ 180-150 დაუჯდებათ-პლუს უზარმაზარი ხელფასი... ამდენ ფულს ვერ დახარჯავენ, მითუმეტეს კოუტინიო-დემბელეში გადაყრილი 250 მილიონის და კორონავირუსის შემდეგ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 19 მარტი 2020 21:35
    4
    მოაშორეთ აქედან ეს ლაუტარო და ნეიმარი სანე და ვერნერი უნდა მოიყვანონ ბრაიტვაიტი გავყიდოთ და ფატი იჯარა ან ბარსა ბ
    მესი სუარესი გრიზმანი დემბელე ვერნერი სანე სრულიად საკმარია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 19 მარტი 2020 21:28
    3
    სჰეიძლება გრიზმანის გაყიდვას შევეგუო ან დემბელეს ან სხვა ზემოთ აღნიშნულის მარა ანსუ ფატის გაყიდვა დაუშვებელი იქნება ძალიან მონდომებული ბიჭია პერსპექტივაც აქ და 2-3 წელი გავადა გუნდისთვის შეუცვლელი ფიგურა იქნება ასე რომ იჯარაზე კიდევ შეიძლება ლაპარაკი მარა გაყიდვით ხელი არ დაედოს ბართომეუსთვის ჯობია....
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 19 მარტი 2020 21:03
    2
    რათ უნდა ბევრი ფიქრი: დემბელე, გრიზმანი აუტ. 200-ს არ მოგვცემენ თორემ იდეალური იქნებოდა. დალშე თუ ბრეითუეიტი და სუარესი ღრმა სათადარიგოში ჩაჯდებიან(რო ისევ არ ჩავარდეთ ისეთ სიტუაციაში როგორც ეხლახანს) ფატი ან არენდა ან ისევ ბარსა ბ-ში და ნადვილად მესის მემკვიდრედ დარჩეს თუ ერთ-ორ სეზონს მოიცდის(თუმცა მოგებულ თამაშებში შეიძლება გამოყენება) და დროის მიცემა. მესი-ნეიმარი და ლაუტარო ძირითადის 100-იანები იქნებიან ხო ცხადია.
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #4 19 მარტი 2020 20:58
    1
    ციტატა: kingarturo
    ნუ რადგან ასეა ყველაფერი ჰა ჯანდაბას მოვიდეს ეს ნეიმარი მთავარია გუნდს გამოადგეს. პროსტა ეგ სლეობა რაც მაგან ქნა ორმხრივი ზარალი იყო როგორც მისი ისე გუნდის. ლაუტარო, დე ნრუინი და შკრინიანი გვჭირდება ნეიმარის გარდა. ამას პლიუს ტალიაფიკო ან კუკურელია. რობერტოს გუნდში ყოფნი აზრს ვერ ხვდები, ცენტრში ბლომად გვყავს ხალხი და მარჯვნივ სემედუს გარდა ვაგეს დავაწინაურებდი ყველა ვარიანტში.

    რაღადროს ვაგეა. ნიცაშია განათხოვრებულები და ამ ზაფხულს 10 მილიონად შეეძლება გამოსყიდვა ნიცას. ამ ზაფხულს არა მარა შემდეგ ზაფხულს ემერსონს დააბრუნებენ ბეტისიდან 2021ში გასდის იჯარის ვადა და ჩვენთან მოვა მერე მართლა გასაგდები იქნება რობერტო
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #3 19 მარტი 2020 20:56
    3
    ერთი სიტყვით არ გვინდა ეს ნეიმარი და ლაუტარო სანე ვიყიდოთ და ეგააა
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #2 19 მარტი 2020 20:54
    1
    გრიზმანი და ბრაიტვეიტი უნდა წავიდნენ ფატი იჯარით დანარჩენენბი დატოვონ. ნეიმარი ლაუტარო მესი სკამი დემბელე სუარესი ტრინკაო. ყველაზე იდეალური ვარიანტი ესაა
    ფანი [?]
    #1 19 მარტი 2020 20:46
    2
    ლიონელ მესი, ანტუან გრიზმანი, ნეიმარი, ლაუტარო მარტინესი, მარტინ ბრეითვეითი, ანსუ ფატი, ლუის სუარესი.

    დემბელე ააცვავს ან სუარესისთვის დასრულდება ბარსელონური კარიერა... ბრეითვეითს ხელი არ უნდა ახლონ თითქმის იდეალური სათადარიგო მოთამაშეა. შეიძლება ფატის განათხოვრებაზე ფიქრიც სანამ სუარესი კლუბში იქნება და დემბელეს დატოვება. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ლეოც ასაკშია დემბელესთვის არ უნდა იყოს მთლად უინტერესო 1-2 სეზონი სათამაშო დროის განაწილება ოპონენტებთან